კოტარის სინდრომი იშვიათი ნეიროფსიქიატრიული დარღვევაა, რომლის დროსაც ადამიანი საკუთარ არსებობას განსხვავებულად აღიქვამს. კოტარის სინდრომის მქონე ადამიანები განიცდიან რეალობის დამახინჯებას, უარყოფენთავიანთი სხეულის არსებობასა და ყოველდღიურ საჭიროებებს. რასაც თან ახლავს შიმშილი.
1880 წელს,ფრანგმა ნევროლოგმა, ჟიულ კოტარმა, აღწერა დეპრესიის ახალი ტიპი, რომელიც აღინიშნა “შფოთვიანი მელანქოლიით, დაგმობის ან უარყოფის იდეებით, ტკივილისადმი უგრძნობლობით, საკუთარი სხეულის არარსებობის ილუზიებით და უკვდავების ბოდვებით”. პაციენტი იყო 43 წლის ქალი, რომელიც ამტკიცებდა, რომ არ გააჩნდა ტვინი, ნერვები, კუჭი და სული. იგი უარს ამბობდა ჭამაზე, რადგან თავი უკვდავად მიაჩნდა. რამდენიმე კვირის შემდეგმისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ექიმებმა მას შიზოფრენიისთვის განკუთვნილი წამლით უმკურნალეს და შდეგიც მიიღეს.
დღესდღეობით, ზოგიერთი მეცნიერი ეჭვობს, რომ კოტარის სინდრომი შეიძლება სულაც არ იყოს ცალკეული დაავადება, არამედ წარმოადგენდეს ისეთი დარღვევების სიმპტომს, როგორებიცაა: ბიპოლარული აშლილობა, შიზოფრენია, დეპრესია ან ნარკოტიკების მოხმარებისა თუ კრუნჩხვების ისტორია. კოტარის სინდრომის 2018 წლის მიმოხილვამ დაადგინა, რომ ოთხი პაციენტიდან სამს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ კვდებოდნენ, ექმნებოდათ შთაბეჭდილება, თითქოს, ვირუსები ან მწერები მათ შიგნიდან ჭამდნენ. ერთი 35 წლის პაციენტი კი ამტკიცებდა, რომ თავის ტვინში ჭიების მოძრაობას გრძნობდა. თუმცა, ამ საშინელი სიმპტომების ეფექტურად მკურნალობა შესაძლებელია. ანტიფსიქოზური საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ფსიქოთერაპია და ელექტროკონვულსიური თერაპიაც კი გამოიყენება ტიპურ საშუალებად, რომელსაც შეუძლია დადებითი შედეგის მოტანა.