კრეტინიზმი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის თანდაყოლილი უკმარისობაა, რომელიც მიმდინარეობს ფიზიკური და გონებრივი განვითარების მნიშვნელოვანი ჩამორჩენით. დაავადებას ახასიათებს ჯუჯა ტანი, ა, სასქესო ორგანოების განუვითარებლობა, თავის ქალის არასწორი ფორმა, აპათიური გამოვლინებები. ხშირად თან ახლავს ყრუ-მუნჯობა. კანის სიფერმკრთალე. დაავადების გამომწვევი მიზეზებია: მემკვიდრეობითი ფაქტორი; ფარისებრი ჯირკვლის ემბრიონული განვითარების დარღვევა; ათირეოზი; ფეხმძიმე ქალის მკურნალობა რადიაქტიური იოდით; ფეხმძიმობისას ენდემური წითელას გადატანა.
დაავადებას ახასიათებს: ძვლების ცვლილება; შინაგანი ორგანოების მოცულობის ცვლილება; სასქესო ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა; კანის გასქელება; სმენისა და მეტყველების დაქვეითება, რომელიც მიდის ყრუ-მუნჯობამდე; ფსიქიკის აშლილობა; მოთენთილობა; კოორდინაციის დარღვევა; ძილიანობა. დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ენდოკრინოლოგი, რისთვისაც საჭიროა: სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი; ჩონჩხის და კიდურების რენტგენოლოგიური გამოკვლევა; ელექტროკარდიოგრაფია; ფარისებრი ჯირკვლის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.

დაავადების გართულების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს: სიმაღლეში ზრდის დაქვეითება; შინაგანი ორგანოების განვითარების დარღვევა; გონებრივი ჩამორჩენილობა; გულსისხლძარღვთა უკმარისობა; თირეოტოქსიკური კრიზი.
რისკჯგუფში შედიან ის ბავშვები, რომელთა დედებმა ფეხმძიმობის დროს გაიარეს შემდეგი სამედიცინო პროცედურები: რადიოაქტიური იოდით და ტირეოსტატიკური პრეპარატებით მკურნალობა; გადაიტანეს მძიმე ინფექციური და ვირუსული დაავადებები; ჰქონდათ იოდის დეფიციტი.