People-მა პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცი გამოავლინა და წელს გამარჯვებული მსახიობი კრის ევანსი გახდა.
41 წლის მსახიობი განსაკუთრებით პოპულარული „კაპიტანი ამერიკას“ როლის შესრულების შემდეგ გახდა. გარდა ამისა, ევანსი სხვა არაერთ დასამახსოვრებელ ნამუშევარშია გადაღებული, მათ შორისა – Nanny Diaries, Fantastic Four, The World და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პოპულარული გამოცემა ყველაზე სექსუალურ მამაკაცებს 1985 წლიდან ავლენს და პირველი ვინც ეს ტიტული მიიღო მსახიობი მელ გიბსონი იყო.