LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუბამ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა

43
download

კუბაზე ჩატარდა რეფერენდუმი და მოსახლეობის 67%-მა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ ABC News ავრცელებს.

აქამდე ქვეყანაში 1975 წელს მიღებული კანონი მოქმედებდა. ამიერიდან კი მიიღებენ 400 პუნქტიან დოკუმენტს, სადაც ქორწინების განმარტება ასე გამოიყურება – „ორი ადამიანის კავშირი“. შეუღლების უფლებასთან ერთად ჰომოსექსუალ წყვილებს შვილის აყვანის საშუალებასაც მისცემენ.

სიახლეს მხარს უჭერს კუბის პრეზიდენტიც, რომლის აზრითაც ახალი კოდექსი ყველაზე სამართლიანი და აუცილებელი ცვლილებაა.

მრავალწლიანი მსჯელობის შემდეგ კანონი პარლამენტმაც დაამტკიცა და ერთადერთი ვინც მას ეწინააღმდეგება გარკვეული რელიგიური დაჯგუფებებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები