LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუნძულებზე ბენზინი არ უნდათ: მწვანე ტრანსპორტი ბალეარებზე

64

ბალეარის კუნძულებზე შესაძლოა დიზელის და ბენზინის ძრავიანი ავტომობილები აიკრძალოს. მალიორკისა და სხვა კუნძულების მთავრობები ახალ ინიციატივას უკვე სერიოზულად განიხილავენ. კანონპროექტის მიხედვით, დიზელის ავტომობილები ბაზრიდან 2025 წლიდან, ბენზინის კი 2035 წლიდან გაქრება. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ისიც მთლიანად განახლდება და გაზსა და ელექტრო ძრავზე მომუშავე ტექნიკით ჩანაცვლდება.

გარდა ამისა, მთავრობას სურს, რომ პირადი ტრანსპორტის მოხმარება 55%-დან 35%-მდე შეამციროს.

რეფორმის ინიციატორები დარწმუნებულნი არიან, რომ ბალეარის კუნძულები „მწვანე“ ტექნოლოგიებზე გადასასვლელად საუკეთესო ადგილს წარმოადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები