ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიაში სახელი და ნეაპოლში სიყვარული უმალ მოიპოვა და აჭრელებულია ქალაქი კვარას ათასგვარი ატრიბუტიკით. მაისურებს, დროშებს, შარფებს, ჭიქებს, სხვადასხვა სუვენირებს კიდევ ერთი მიემატა – სათამაშო კვარა.
სათამაშოების მწარმოებელმა ცნობილმა დანიურმა კომპანია „ლეგომ“ ქართველი ფეხბურთელი დაამზადა.
სათამაშო ხვიჩა უკვე წარმოებაშია და მისი შეძენა ქომაგებს Vomero Scarlatti Via al-ის მაღაზიაში შეუძლიათ.