LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კვარტეტი რამდენიმე თვის შექმნილია. ნარევი სტილი გვაქვს… საქმეში აბსოლუტურად შევეწყეთ ერთმანეთს. ძალიან მცირე დროში, ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ“ – კვარტეტი „ვივო“ პრემიერით „არ დაიდარდოში“

182
კვარტეტი-„ვივო“

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „თაკოსთან“ კვარტეტის „ვივო“ წევრები, სალომე ტეტიაშვილი, მარიამ ქავთარაძე, ქეთი ქავთარაძე, გოგა ნიკოლაძე და კომპოზიტორი და ხელმძღვანელი, მურთაზ ჩიხლაძე სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერის „ენკი-ბენკი“ პრემიერა შედგა.

როგორ შეიქმნა კვარტეტი „ვივო“?

გოგა: კვარტეტი რამდენიმე თვის შექმნილია. ნარევი, მრავალფეროვანი სტილი გვაქვს, მარტო რეტროს ან ესტრადას ვერ დავარქმევთ. სახელი „ვივო“ ბატონმა მურთაზმა შეგვირჩია.

სალომე, როგორ მოხვდი კვარტეტში? გაქვს სოლო ნამუშევრებიც, ამ ეტაპზე თუ განაგრძობ სოლო კარიერის კუთხით მუშაობას?

სალომე: დიახ, საკმაოდ დიდი ხანია ამ სფეროში ვარ. ჯგუფი ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო, რადგან აქამდე ჯგუფთან სიმღერის გამოცდილება არ მქონია, თუ არ ჩავთვლით ბენდს, რაც აბსოლუტურად სხვა მიმართულებაა. მე გოგასგან მოვხვდი აქ. სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტა მეშინოდა, რადგან ძალიან რთულია ხმებში სიმღერა. შეიძლება, მომღერალი ცალკე მღეროდეს, მაგრამ ხმებში სიმღერას საერთოდ სხვა უნარი სჭირდება. საქმეში აბსოლუტურად შევეწყეთ ერთმანეთს. ყველა შრომისმოყვარეები ვართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვიტყვი, რომ ძალიან მცირე დროში, ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ, რაც დასაფასებელია. ბატონი მურთაზი ქმნის ამ ხმებს, სინთეზს, ყველაფერს. 

ქეთი, მარიამ, თქვენ როგორ აღმოჩნდით კვარტეტში და როგორი იყო თქვენი მუსიკალური კარიერა კვარტეტამდე?

ქეთი: აქამდე არანაირი გამოცდილება არ გვქონია, უბრალოდ ბავშვობიდან ვმღერით და სრულიად შემთხვევით, სამეგობრო წრიდან აღმოვჩნდი კვარტეტში. შემდეგ, დაგვჭირდა ხმა და აღმოჩნდა, რომ მარიამს შეეძლო ამის გაკეთება.

ვისაუბროთ სიმღერაზე „ენკი-ბენკი“.

ეს არის ბატონი მურთაზის სიმღერა, რომელიც დაახლოებით, 15 წლის წინ აქვს დაწერილი. ტექსტი მორის ფოცხიშვილის გახლავთ. სიმღერა „საპატრიარქოსთან“ არსებულ, მერაბ მამულაშვილის ხმის ჩამწერ სტუდიაში. როგორც ჩვენი ყველა სხვა სიმღერის, ამ სიმღერის არანჟირებაც გოგა ნიკოლაძეს ეკუთვნის.

ბატონო მურთაზ, რამდენად კმაყოფილი ხართ კვარტეტთან მუშაობით?

ნამდვილად კმაყოფილი ვარ კვარტეტთან მუშაობით, ძალიან კარგები არიან. წარმატებებს ვუსურვებ ყოველთვის და ყოველთვის მათ გვერდით ვიქნები.

კვარტეტი “ვივო” – ენკი-ბენკი

გადაცემის აუდიოჩანაწერი

კვარტეტი “ვივო” – ჩემი თბილისის საღამო. Live

კვარტეტი “ვივო”. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”