პირველ რიგში ყველა ზოდიაქოს ნიშანმა უნდა იცოდეს, რომ პერიოდი 4 რიცხვიდან უკეთესია ანუ კვირის მეორე ნახევარში წარმატების შანსები მეტია. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მთლიანობაში კვირა ცუდია, მაგრამ მეორე ნახევარი გაცილებით უფრო პერსპექტიულია.
ვერძი – მთლიანობაში, ამ პერიოდში ჯანმრთელობა მდგრადია, ამიტომ წარმატების მიღწევის შესაძლებლობები საკმაოდ მაღალი გაქვთ. აქედან გამომდინარე, პერიოდი კარგია კონტაქტების, შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისათვის. სხვათა შორის, მეორე ნახევარი მეტად კარგია – ზედმეტი ფაცაფუცისა და კონფლიქტების გარეშე მოაგვარებთ და მოაწესრიგებთ ურთიერთობებში წარმოქმნილ სირთულეებს. აქედან გამომდინარე, თქვენი ავტორიტეტი და გავლენის სფეროები გაფართოვდება, რაც ხელს შეუწყობს ახალ კოლექტიურ საქმეებში ჩართვას. შეიძლება გარკვეული რეორგანიზაცია შეიტანოთ თქვენს საქმესა თუ პროფესიულ სფეროში. თუმცა, კვირის პირველ ნახევარში მაინც მოსალოდნელია გარკვეული გაუგებრობები საქმეებში, ხოლო უკვე 4 რიცხვიდან გაცილებით უფრო გაგიადვილდებათ მიზნების მიღწევა და პრობლემების მოგვარება. კარგი შანსები წარმოიშვება ოჯახში რაღაც მნიშვნელოვანისათვის და ურთიერთობებისთვისაც საკმაოდ კარგი პერიოდია.
კურო – გაითვალისწინეთ, რომ კვირის პირველ ნახევარში შეიძლება ჯერ კიდევ პრობლემებმა იჩინონ თავი, ამიტომ ამ კუთხით იყავით ცოტა ყურადღებით და ფრთხილად. ეს ის პერიოდია, როდესაც მსვლელობისას გარკვეულწილად წინასწარ განუსაზღვრელმა ფინანსურმა ხარჯმა შეიძლება იჩინოს თავი. თავისთავად, კვირის მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესია. უკვე 4 რიცხვიდან თქვენ იგრძნობთ, რომ შეგიძლია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და ადრეული საქმეებიდან გარკვეული დივიდენდების მიღება. აქვე გაითვალისწინეთ ისიც, რომ 4 რიცხვის შემდგომ შეიძლება იპოვოთ ადამიანები, რომლებიც გახდებიან თქვენი გავლენიანი დამხმარეები და მაქსიმალურად დაგეხმარებიან, როგორც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, ისე სხვა კუთხით, რაც თქვენი წარმატების კიდევ ერთი მთავარი ფაქტორი იქნება.
ტყუპები – ენერგოტონუსი უმეტეს შემთხვევაში მდგრადია. ხართ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, კონტაქტური და კომუნიკაბელური. ნუ, ახლა თქვენი დროა, ტყუპებო, მოკლედ რომ ვთქვათ, იმიტომ რომ მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანს გადის. ყოველ დღე გემატებათ სასიცოცხლო ენერგია, ემოციური სტაბილურობა და იღბალი. წარმატების ფაქტორი ყველგან ყველაზე მაღალი გაქვთ ზოდიაქოს ნიშნებიდან. თუმცა, 4 რიცხვიდან კიდევ უფრო უკეთესი პერიოდი დაიწყება და გასტანს ივნისის თვის თითქმის შუა რიცხვებამდე. აქ შეძლებთ თქვენი ნიჭი და უნარი კიდევ უფრო ახლებურად და საინტერესოდ გამოავლინოთ. შეიძლება მოახდინოთ ახალი ღონისძიებების და საინტერესო რეფორმების ჩამოყალიბება, რაც წარმატებულია. ძალიან საინტერესო სიტუაციაა, სადაც შეძლებთ, როგორც ლიდერმა და ხელმძღვანელმა, კარგად წარმოაჩინოთ თქვენი მონაცემები, ადვილად აიღოთ თავზე პასუხისმგებლობა, გამოავლინოთ ლიდერული სულისკვეთება და აიმაღლოთ თქვენი რეიტინგი საზოგადოებაში.
კირჩხიბი – კვირის პირველი ნახევარი არასტაბილურია. მთელი კვირა მაინც ითხოვს ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ, რადგან ჯანმრთელობა ჯერ კიდევ არ არის მდგრადი, ამიტომ არ გაცივდეთ და არ გადაიღალოთ. შრომისუნარიანობა მცირდება, ამიტომ დასვენებაზე გადაერთეთ. ამასთან ერთად, აღვნიშნოთ, რომ ხდებით ზედმეტად ემოციური სხვათა მოქმედებებისა და სიტყვების მიმართ ამ პერიოდში, რამაც შეიძლება მცირე პრობლემა ან სიმძიმე შეგქმნათ, ამიტომ შეინარჩუნეთ ემოციური მდგომარეობის კონტროლი. აქვე აღვნიშნოთ, რომ უკვე 4 რიცხვიდან თვის შუა პერიოდამდე შედარებით უკეთესი და ცოტა ოპტიმისტური დროა. უფრო მეტად ეფექტურად შეძლებთ შესაძლებლობების გამოვლენას და პოპულარობაც მოგემატებათ. ეს პერიოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ იმისთვის, რომ სიტუაციებშიც გაერკვიოთ და მეტად განვითარდეთ. თუმცა, მთელი კვირა მაინც ითხოვს ყურადღებას ცოტა არამდგრადი და არასტაბილური ჯანმრთელობის მიმართ. ზედმეტად აქტიურობენ ფარული მტრები, ჭორები და ინტრიგები ჯერ კიდევ იჩენს თავს, ამიტომ ეს ითხოვს ყურადღებას, თუ რა ხდება თქვენს ზურგს უკან.
ლომი – საკმაოდ კარგი პერიოდია, გარკვეული ლიდერული თვისებები ვლინდება უდავოდ. თუმცა, პირველი ნახევარი ცოტა ითხოვს ყურადღებას, იმიტომ რომ გარკვეულწილად სირთულეებია. მეორე ნახევარი კი გაცილებით უკეთესია. მეორე ნახევარში თქვენ უკვე გეძლევათ საშუალება იმისა, რომ უფრო მეტად ახალი და საინტერესო იდეების რეალიზაცია და რეფორმები განახორციელოთ. მეგობრული და შემოქმედებითი კონტაქტები ხელს შეგიწყობთ – როგორც მეგობრები, ისე სხვა ადამიანები დაგეხმარებიან, გარკვეულ პროტექციას გაგიწევენ ამა თუ იმ საკითხებში და რჩევებს მოგცემენ, რაც ძალიან კარგია. ამასთან ერთად, გავითვალისწინოთ, რომ კვირის პირველ ნახევარში, 4 რიცხვამდე, თქვენს საწინააღმდეგოდ შეიძლება ჯერ კიდევ მოქმედებდნენ ფარული მტრები ინტრიგებით, მაგრამ მეორე ნახევარი მნიშვნელოვნად უკეთესია.
ქალწული – თქვენი ენერგოტონუსი მცირდება და ჯანმრთელობა არ არის მდგრადი, ამიტომ ძალიან ნუ გადაიღლებით. ეცადეთ, არ გადაიღალოთ. მოერიდეთ ზედმეტ ნერვიულობას, ფორიაქს, ზედმეტ ლაპარაკსა და ფეხზე დიდხანს დგომას, თვალების გადაღლას. კვირის მეორე ნახევარი, 4 რიცხვიდან, ბევრად უკეთესია, იმიტომ რომ აქ უფრო ეფექტურად შეძლებთ საქმის შესრულებას. თქვენი შეუპოვრობა და პროფესიონალიზმი უფრო მეტად წამოიწევს წინა პლანზე, რაც უფრო მეტად იქნება აღიარებული სხვათა მხრიდან. ამასთან ერთად, აქ უფრო მეტად შეძლებთ შემოქმედებითი უნარის გამოვლენას, გამოიჩენთ ინიციატივას, მოახდენთ ახალი იდეებისა თუ პროექტების წარდგენას და დაიმსახურებთ მოწონებას სხვების მხრიდან, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის.
სასწორი – მთლიანობაში კვირა კარგია იმ კუთხით, რომ ენერგოტონუსი მაღალია და ჯანმრთელობა უფრო მდგრადია. აქ შეიძლება პროდუქტიული მოქმედება, ინიციატივის გამოვლენა, გონებამახვილობა, საინტერესო იდეების რეალიზაცია, რაც ხელს უწყობს სრულად თქვენს განვითარებას. საუკეთესო პერიოდია მგზავრობისთვის, მოგზაურობისთვის, უცხოელებთან ურთიერთობისთვის. განსაკუთრებით უკვე 4 ივნისიდან მეტად შეძლებთ მიზნების მიღწევას და საინტერესო სხვა საკითხების გადაწყვეტას უცხოელებთან ერთად. შეგიძლიათ პარტნიორული თანამშრომლობა უცხოეთში, აქ მივლინებაც იქნება ფრიად სასიკეთო, თუმცა, პირველი ნახევარი, 4 რიცხვამდე, მაინც ცოტა ყურადღებით უნდა გავიაროთ, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც სასიკეთო გამოგეპაროთ და დროული რეაგირება ვერ მოახდინოთ, რითაც ხელიდან გაუშვებთ შანსებს. ზოგიერთ თქვენს პრინციპზეც შეიძლება უარი თქვათ.
მორიელი – კვირის პირველ ნახევარში ცოტა თქვენი თვითრწმენის კრიტერიუმი მცირდება, ამიტომ საკუთარი თავის მართვის უნარიც იკლებს. ეს ის პერიოდია, რომელიც უფრო მეტად კარგია დასვენებისთვის ან ახალი შთაბეჭდილებებისა და ცვლილებების მისაღებად. აქ შეიძლება აღმოჩნდეთ წინასწარ განუსაზღვრელ სიტუაციებში, თუმცა ძირითადად ინტუიცია დაგეხმარებათ ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტასა და პროგრამებიდან გამოსვლაში, თანაც მინიმალური დანაკარგებით ან საერთოდ მათ გარეშეც კი. ამიტომ აღვნიშნოთ, რომ თუ გიწევთ მგზავრობა-მოგზაურობა, საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე და არავითარი სარისკო მოქმედებები. უკვე 4 რიცხვიდან კი, კი ბატონო, ეს პერიოდი გაცილებით უკეთესია და წარმატების შანსებიც ბევრად მეტია. თუმცა, მთელი კვირის განმავლობაში ჯობია ენას კბილი დააჭიროთ და ცოტა არ გათქვათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აპირებთ, რა გეგმები გაქვთ და ა.შ. მაშინ კვირა თქვენთვის გაცილებით სტაბილური იქნება.
მშვილდოსანი – მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ჯანმრთელობა მდგრადია, ყოველდღე გემატებათ სასიცოცხლო ენერგია, კომუნიკაცია, ასევე გონებრივად აქტიურად მოქმედების უნარი და მთლიანობაში კვირა კარგია, 4 რიცხვამდე მაინც ცოტა მეტი ყურადღებაა საჭირო. აქ შეიძლება დაიძაბოს ურთიერთობები პარტნიორებთან – როგორც საქმეში, ისე სასიყვარულო და ბიზნესპარტნიორებთან მიმართებაში. მოგიხდებათ ზოგიერთი იმ რთული და საკამათო სიტუაციის მოგვარებაც კი. მაგრამ უკვე 4 რიცხვიდან 10 ივნისამდე საუკეთესო პერიოდი გაქვთ, იმიტომ რომ კარგი დროა საკუთარი თავის მაქსიმალურად წარმოჩენისათვის. მატულობს პასუხისმგებლობის გრძნობა. ეს წლის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია და ამ დროს შეძლებთ თქვენი ნიჭისა და უნარის ახლებურად, საინტერესოდ გამოვლენას. ქორწინებისთვის, სასიყვარულო კონტაქტებისთვის ძალიან კარგი პერიოდია. შეგიძლიათ უფრო მეტად გამოავლინოთ თქვენი მეგობრული სულისკვეთება, მეტად დაეხმაროთ სხვებს და აქედან გამომდინარე, ეს მოქმედება თქვენი მხრიდან იქნება დაფასებული და შეფასებული საზოგადოების მიერ.
თხის რქა – კვირის პირველ ნახევარს ნამდვილად მშვიდს ვერ უწოდებთ, ცოტა ისეთი დაძაბულია, შეიძლება ესე ვთქვათ – ენერგოტონუსი თქვენი მცირდება, ამიტომ ჯანმრთელობას გაუფრთხილდით, არ გაიცივოთ თავი. შრომისუნარიანობა ნაკლებია, საქმეები ავტომატურად ფერხდება და სიტუაციები შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. ასე რომ უნდა იყოთ მზად, რათა დროზე შეცვალოთ თქვენი მუშაობის ან ურთიერთობის სტილი. 4 რიცხვიდან კი უკეთესი პერიოდია 10 ივნისამდე, იმიტომ რომ მეტად მოგეცემათ საშუალება კომპენსირებისა და ზოგიერთი იმ წარუმატებლობისა თუ პრობლემისა, რომელიც შეიძლება კვირის პირველ ნახევარში იყოს უფრო მეტად თვალში საცემი. ამიტომ, კვირის მეორე ნახევრისთვის უფრო მეტად დაგეგმეთ პროფესიული წინსვლის პერსპექტივები, ბიზნესსაქმიანობა თუ პირადი ურთიერთობები, რადგან სტაბილურობის მიღწევა უფრო მეტად იქნება კვირის მეორე ნახევარში შესაძლებელი. მაგრამ პირველი ნახევარი ფრთხილად გავიაროთ.
მერწყული – საკმაოდ კარგი პერიოდია, მთლიანობაში ჯანმრთელობა მაღალია, ამიტომ ეს ხელს უწყობს იმას, რომ თქვენ უფრო აქტიურად იმოქმედოთ, ინიციატივა აიღოთ საკუთარ თავზე, პასუხისმგებლობა გადაინაწილოთ და გამოავლინოთ ლიდერული, ორგანიზაციული თვისებები, გონებამახვილობა და კომუნიკაბელურობა. ხდება თქვენი ფარული პოტენციალის გამოვლენა, მათ შორის შემოქმედების მეშვეობით. სასიყვარულო კონტაქტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდია, განსაკუთრებით მეორე ნახევარი – 4 რიცხვიდან 10 რიცხვის ჩათვლით. აქ შეიძლება ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ცვლილებები მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. ამასთან ერთად, პირველი ნახევარი მაინც ითხოვს ყურადღებას – ზედმეტ ფანტაზიებსა და ილუზიებს თავი დაანებეთ, აქ რეალურ ფაქტებს დაეყრდენით. გაითვალისწინეთ, რომ მეორე ნახევარი კვირისა კარგია პირადი კუთხით, ქორწინებისთვის, აქ შესაძლოა კარგი პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდეს. კონკურსებში, ლატარიებშიც მოიმატებს იღბლიანობა და ეცადეთ კვირის მეორე ნახევარი მაქსიმალურად გამოიყენოთ. იღბალი აშკარად თქვენ მხარესაა.
თევზები – თქვენი ენერგოტონუსი მცირდება, ამიტომ ჯანმრთელობას მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ და ნუ გადაიღლებით. კვირის პირველი ნახევარი განსაკუთრებით, ცოტა ყურადღებით უნდა გავიაროთ, იმიტომ რომ აქ შეიძლება ფინანსურმა პრობლემებმა იჩინონ თავი და ფინანსების კუთხით არასწორი გადაწყვეტილებების მიღება უფრო თვალსაჩინო გახდეს. მაგრამ კვირის მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესია და წარმატების შანსებიც ბევრად მეტია. მაგალითად, 4 რიცხვიდან თქვენ უფრო მეტ სტაბილურობას იგრძნობთ, შესაძლოა არჩევანის წინაშეც კი დადგეთ და ინვესტიციები ძალიან წარმატებულად განახორციელოთ. ამ პერიოდში კონტაქტები და შეხვედრები იქნება ფრიად ნაყოფიერი და კმაყოფილების მომტანი თქვენთვის. შესაძლოა თქვენს გარემოცვაში ახალი ადამიანებიც გაჩნდნენ, რომლებიც მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს არა მარტო რომანტიკულ კონტაქტებს, არამედ მათი იდეები თქვენთვის აღფრთოვანებას გამოიწვევს. თუმცა, მაინც ცოტა ყურადღებით იყავით, იმიტომ რომ მოსალოდნელია მცირე პრობლემები ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან. ამ პრობლემების გადაწყვეტის წინაშე შეიძლება სწორედ კვირის პირველ ნახევარში დადგეთ.
გეომაგნიტური დღეები: 2 ივნისი – სამშაბათი, 4 ივნისი – ხუთშაბათი, 5 ივნისი – პარასკევი