მართალია, საერთო ჯამში პოზიტიური და პერსპექტიული კვირაა, მაგრამ რთული და წინააღმდეგობრივი იქნება 15 და 21 ივლისი – სავსემთვარეობის დღე, როცა ზოდიაქოს ყველა ნიშანს მოუწევს პრობლემების და უსიამოვნებების დაძლევა.
ვერძი – კარგი კვირაა საკუთარი შესაძლებლობებისა და ინდივიდუალურობის გამოსავლენად, თუმც ყურადღების გამოჩენა გმართებთ 15 და 21 ივლისს, როცა ძველი საქმეები და გადაუჭრელი პრობლემები შეგახსენებენ თავს. არ აჰყვეთ ემოციებს, არ ღირს კამათი გარშემომყოფებთან, მით უფრო, საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან, რადგან მაღალია დაპირისპირების და ურთიერთობის სამუდამოდ გაფუჭების ალბათობა.
კურო – აქტიური, ძალიან საინტერესო კვირაა, რადგან მიიღებთ უამრავ სარფიან და პერსპექტიულ შეთავაზებას, შეძლებთ ორგანიზატორული და ლიდერული თვისებების გამოვლენას, კარიერულ წინსვლას და გავლენის სფეროების გაფართოებას. სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ 15 და 21 ივლისს, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ ემოციების მართვა, არაა გამორიცხული ჩაებათ კონფლიქტში, რომელიც თქვენს ავტორიტეტსა და რეპუტაციას შეუქმნის საფრთხეს.
ტყუპები – სხვა ზოდიაქოს ნიშნების მსგავსად, თქვენც განსაკუთრებული სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა გმართებთ 15 და 21 ივლისს, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა. აქტიური და დინამიური იქნება კვირის დანარჩენი დღეები. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს შრომის უნარი და ენთუზიაზმი, შეძლებთ საკუთარი უნარების და შესაძლებლობების უკეთ გამოვლენას. კარგი პერიოდია გარშემომყოფებთან ურთიერთგაგების მოპოვებისა და საკამათო საკითხების მოსაგვარებლად.
კირჩხიბი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით, თუმცა სხვების მსგავსად თქვენც მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ 15 და 21 ივლისს, რადგან მოიმატებს კონფლიქტების და უსიამოვნებების, ფინანსური შეცდომებისა და დანაკარგების ალბათობა. ბევრად სასიკეთო იქნება კვირის დანარჩენი დღეები. შეძლებთ ლიდერული და ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას, სერიოზული პრობლემების და გარშემომყოფებთან უსიამოვნებების მოგვარებას, არაა გამორიცხული მიიღოთ მეტად სარფიანი და პერსპექტიული შეთავაზებები
ლომი – რთული და დაძაბული კვირაა, განსაკუთრებით საფრთხილო იქნებ 15 და 21 ივლისი. აკონტროლეთ ემოციები, არ ღირს ჩვეული ეგოიზმისა და მოჭარბებული ამბიციების გამოვლენა. ეცადეთ რეალურად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები და მხოლოდ ის საქმე აკეთოთ, რაც კარგად გამოგდით. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, რაც წინსვლასა და განვითარებაში დაგეხმარებათ. მთავარია, ენას კბილი დააჭიროთ და არ გაამჟღავნოთ საკუთარი გეგმები.
ქალწული – დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნების მსგავსად თქვენს სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა გმართებთ 15 და 21 ივლისს, როცა მოიმატებს პრობლემები და სირთულეები. გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, რომლებიც ჭორებითა და ინტრიგებით ეცდებიან თქვენს შეფერხებას. მოერიდეთ კონფლიქტს და საქმის გარჩევას, რადგან ასე მხოლოდ საკუთარ რეპუტაციასა და ავტორიტეტს აზარალებთ. ბევრად უკეთესი იქნება კვირის დანარჩენი დღეები, როცა მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი, შეძლებთ ძველი საქმეების, პროექტების დასრულებას და ახალი გეგმების დასახვას.
სასწორი – განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ 15 და 21 ივლისს, როცა დამძიმებულ ჯანმრთელობასთან ერთად გაგიფუჭდებათ გუნება-განწყობაც. ეცადეთ არ აჰყვეთ ემოციებს და პროვოკაციებს, მოერიდეთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას. არაა გამორიცხული ურთიერთგაგების არ არსებობის ფონზე კონფლიქტი მოგივიდეთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან. ბევრად უკეთესი იქნება კვირის დანარჩენი დღეები. წარმატებით შეძლებთ მოგზაურობას, უცხოელი პარტნიორების შეძენასა და მათთან საქმიანი კონტაქტების გაბმას.
მორიელი – სხვა ზოდიაქოს ნიშნების მსგავსად, თქვენც სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა გმართებთ 15 და 21 ივლისს, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ საკუთარი თავის ხელში აყვანა და ემოციების მართვა, არ ღირს ეჭვიანობა და ახლობლების უმიზეზოდ დადანაშაულება, რადგან ასე მხოლოდ ურთიერთობას გაიფუჭებთ მათთან. ბევრად უკეთესი იქნება კვირის დანარჩენი დღეები. მთავარია, გააქტიურდეთ, მოაწყოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები და გადაჭრათ თქვენთვის აქტუალური პრობლემები.
მშვილდოსანი – დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნების მსგავსად თქვენს სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა გმართებთ 15 და 21 ივლისს. მოერიდეთ კამათს, უკმეხ და უხეშ გამონათქვამებს, რათა დაუმსახურებლად არ გაანაწყენოთ ახლობლები. ბევრად უკეთესი იქნება კვირის სხვა დღეები, რადგან გაძლიერდება ენერგოტონუსი, მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, შეძლებთ ძველი შეცდომების გამოსწორებას და ძველი საქმეების დასრულებას. არაა გამორიცხული მიიღოთ მეტად პერსპექტიული შეთავაზება, რომელიც თავიდან რთულად მოგეჩვენებათ, თუმცა სწორედ ახალი პროექტი დაგეხმარებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
თხის რქა – განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ 15 და 21 ივლისს, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ ემოციების მართვა და წონასწორობის შენარჩუნება. არ ღირს უმიზეზოდ ეჭვიანობა და კონფლიქტებისთვის მიზეზების ძებნა, ადამიანებით მანიპულირება და მათზე გავლენის მოხდენის მცდელობა, რადგან არაფერი გამოგივათ და მხოლოდ რეპუტაციას აზარალებთ. არაა გამორიცხული შეგექმნათ ფინანსური პრობლემები ან მოგიწიოთ გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევა. ბევრად უკეთესი იქნება კვირის დანარჩენი დღეები, როცა გაძლიერებული ინტუიცია სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და ძველი შეცდომების გამოსწორებაში დაგეხმარებათ.
მერწყული – მეტად რთული და ქაოტური კვირაა. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნების მსგავსად თქვენს სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა გმართებთ 15 და 21 ივლისს, რადგან მოიმატებს საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა. არაა გამორიცხული გამოაშკარავდეს საიდუმლო, რომელსაც დიდხანს მალავდით, რაც დამატებით პრობლემებსა და უსიამოვნებებს შეგიქმნით. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც თქვენი ნდობით ისარგებლებენ და სწორედ თქვენს ხარჯზე შეეცდებიან საკუთარი სურვილების ასრულებას. შედარებით მშვიდი და სტაბილური იქნება კვირის დანარჩენი დღეები, თუმცა არ ღირს აზარტს, ემოციებს აყოლა და ფულის უყაირათოდ ხარჯვა.
თევზები – სხვა ზოდიაქოს ნიშნების მსგავსად, თქვენც განსაკუთრებული სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა გმართებთ 15 და 21 ივლისს, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ სწრაფად ცვალებად მოვლენებს აყოლა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. არაა გამორიცხული შეცდომაში შეგიყვანონ გარშემომყოფებმა, რომლებიც თავს მოგახვევენ საკუთარ აზრს და შეგიქმნიან არასწორ წარმოდგენას. ბევრად უკეთესი იქნება კვირის დანარჩენი დღეები, როცა გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობაც სტაბილური იქნება. შეძლებთ შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და ახალი პროექტების დაწყებას, რაც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
გეომაგნიტური დღეები – 15, 18, 20 და 21 ივლისი.