ორშაბათს, 15 ივნისს, ახალმთვარეობაა, რის გამოც განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ. ამ დღეს უმჯობესია არაფერი ახალი არ დაიწყოთ, არ აწარმოოთ მოლაპარაკებები და არ გააფორმოთ ხელშეკრულებები. ეს პერიოდი სჯობს მშვიდად განვლოთ, მაქსიმალურად აკონტროლოთ საკუთარი ემოციები და შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა, რადგან კონფლიქტების, ტრავმებისა და ავარიების ტენდენცია ამგვარ დღეებში ყოველთვის მაღალია.
ასევე მნიშვნელოვანი დღეა 21 ივნისი, როდესაც მზე ერთი თვის განმავლობაში ტყუპების ზოდიაქოში ყოფნის შემდეგ გადაინაცვლებს კირჩხიბის ნიშანში, რაც ადამიანებში საგრძნობლად განავითარებს ემოციურობას, მგრძნობელობას, რომანტიკულობასა და ინტუიციას.
მთლიანობაში, კვირის პირველი ნახევარი, 18 რიცხვამდე (15, 16 და 17 ივნისი), ფრთხილად უნდა გაიაროთ, რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველში იმყოფება. აი, კვირის მეორე ნახევარი კი გაცილებით უკეთესია. 18 რიცხვიდან დედამიწა გადადის დადებით ენერგოველში, რაც სასიკეთოდ აისახება ყველა ზოდიაქოს ნიშანზე.
ვერძი – კვირის პირველ ნახევარში, 18 რიცხვამდე, მეტი ყურადღება გმართებთ, რადგან სირთულეები მოსალოდნელია ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის დროსაც კი, რომ არაფერი ვთქვათ კოლეგებსა და ხელმძღვანელობაზე. გარშემომყოფთა მიმართ ზედმეტად მომთხოვნი, ფრიად ჯიუტი და მეტად სულსწრაფი ხდებით, რაც საგრძნობლად გაართულებს ურთიერთობებს. აუცილებლად გადაამოწმეთ ყოველი ინფორმაცია, რადგან შეცდომების დაშვების ალბათობა იმატებს. ორშაბათს ნურაფერს მოაწერთ ხელს დოკუმენტების დეტალურად გაცნობის გარეშე. 18 რიცხვიდან გაცილებით ნაყოფიერი პერიოდი გეწყებათ, განსაკუთრებით შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის კუთხით. მრავალფეროვანი კონტაქტები, შეხვედრები და მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის, ახალი იდეების რეალიზაციაც ბევრად უფრო იოლად განხორციელდება. ირგვლივმყოფებთან ურთიერთობა სტაბილური გახდება, რაც ხელს შეუწყობს თქვენს წინსვლასა და პოპულარიზაციას. ამავდროულად, მოიმატებს ოპტიმიზმი და გონებამახვილობა, რაც ახალი საინტერესო იდეების ჩამოყალიბებასა და მათ განხორციელებაში დაგეხმარებათ.
კურო – კვირის პირველ ნახევარში შეეცადეთ არ იყოთ ზედმეტად ჯიუტი და პირდაპირი, უფრო მეტად გამოიყენეთ დიპლომატია, რათა თავიდან აიცილოთ ურთიერთობების დაძაბვა. განსაკუთრებით ორშაბათს არ არის სასურველი ყიდვა-გაყიდვა, მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდებები თუ ფინანსური ინვესტიციების ჩადება. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი ყოველგვარი ზედმეტი ხარჯისგან. აი, 18 რიცხვიდან კი გაცილებით უკეთესი პერიოდი გეწყებათ, მათ შორის კაპიტალდაბანდებებისთვისაც. თქვენი ენერგოტონუსი მთელი კვირის განმავლობაში მაღალია და ჯანმრთელობაც მეტ-ნაკლებად მდგრადია, რასაც 18 რიცხვიდან საქმიანი წარმატების ფაქტორიც ემატება. საგრძნობლად მატულობს ურთიერთგაგება, ხოლო კონტაქტები, შეხვედრები და მოლაპარაკებები ფრიად ნაყოფიერი აღმოჩნდება. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი სწავლისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად. პლანეტები ასევე ხელს უწყობენ მგზავრობას, მოგზაურობას, პარტნიორულ თანამშრომლობასა და სხვა სასიკეთო ცვლილებებს.
ტყუპები – 18 რიცხვამდე პერიოდში გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე. მართალია, ზოგიერთი თქვენგანი შესაძლოა მოულოდნელი, არაჩვეულებრივი შეხვედრებისა და რომანტიკული თავგადასავლების წინაშე აღმოჩნდეს, მაგრამ ხელმძღვანელებთან და უფროსი თაობის ადამიანებთან კონფლიქტების, პრობლემებისა და დაპირისპირებების ალბათობა რადიკალურად მაღალია, ამიტომ მათთან მიმართებაში იყავით მეტად ფრთხილი. რაც შეეხება კვირის მეორე ნახევარს, 18 რიცხვიდან გაცილებით უკეთესი პერიოდი იწყება. თქვენი ენერგოტონუსი და იმუნიტეტი მატულობს, ჯანმრთელობაც ბევრად უფრო მდგრადი ხდება. ბრწყინვალე გონებამახვილობა და ორატორული მონაცემები დაგეხმარებათ მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოებაში, რაც ფრიად სასიკეთო შედეგებს მოგიტანთ. განსაკუთრებით წარმატებული იქნებით, თუკი მოღვაწეობთ მასმედიის, ჟურნალისტიკისა და მსგავს სფეროებში. პერიოდი მეტად ხელსაყრელია საზოგადოებრივი ღონისძიებებისთვის. ასევე, შესაძლებელია ჩაერთოთ მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებიც ფინანსური თვალსაზრისით ძალიან სასარგებლო აღმოჩნდება.
კირჩხიბი – 18 რიცხვამდე პერიოდი ყურადღებით და ფრთხილად უნდა განვლოთ. გმართებთ მეტი თავდაჭერა, რათა არ გაიფუჭოთ ურთიერთობა კოლეგებთან და ხელმძღვანელ პირებთან სამსახურებრივ სფეროში. ასევე, გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია უფროსი თაობის ნათესავებთან, რადგან მოსალოდნელია დაძაბულობის წარმოშობა. შესაძლოა დროებით დაკარგოთ ინტერესი საკუთარი საქმისა თუ მიმდინარე სამუშაოს მიმართ და გაგიჩნდეთ სურვილი, რომ ხელი მოკიდოთ შემოქმედებას ან სრულად გადაერთოთ სასიყვარულო თავგადასავლებზე – ამან შესაძლოა საქმეები გაგიფუჭოთ და დამატებითი პრობლემები შეგიქმნათ. კვირის მეორე ნახევარი კი გაცილებით უკეთესია. 18 რიცხვიდან მოიმატებს ენერგია და ოპტიმიზმი, მზე უახლოვდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს და წინ გელოდებათ წლის განმავლობაში ერთ-ერთი ფანტასტიკურად კარგი პერიოდი. ეს ხელს შეუწყობს თქვენს წინსვლასა და არსებული პრობლემების მოგვარებას. ბევრად უფრო ეფექტურად შეძლებთ პროფესიულ განვითარებას და აიმაღლებთ ავტორიტეტს, ამიტომ კვირის მეორე ნახევარი მაქსიმალურად აქტიურად უნდა გამოიყენოთ.
ლომი – კვირის პირველი ნახევარი მეტი სიფრთხილით განვლეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ხართ ენერგიული, აქტიური, ინიციატივიანი, ლიდერული თვისებებითა და კომუნიკაბელურობით გამორჩეული, მაინც მოერიდეთ კონფლიქტებს. მცირდება ურთიერთგაგება გარშემომყოფებთან, რის გამოც მეგობრული თუ ნებისმიერი სხვა სახის დაპირისპირებების ტენდენცია იმატებს. ასევე მაღალია მოტყუების ალბათობა, ამიტომ ყოველგვარი ინფორმაცია კარგად გადაამოწმეთ. აი, 18 რიცხვიდან კი გაცილებით უკეთესი პერიოდი გეწყებათ. ჯანმრთელობას არც მანამდე უჩიოდით, თუმცა თავს კიდევ უფრო კარგად იგრძნობთ. ეს დრო ფრიად ნაყოფიერია თვითრეალიზაციისთვის, მატულობს იღბლიანობაც. თქვენს ირგვლივ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტაში დაგეხმარებიან. შესაძლოა პერსპექტიული წინადადებების წინაშეც აღმოჩნდეთ. პერიოდი შესანიშნავია რეფორმების განხორციელებისთვის, მეგობრული კონტაქტებისა და სხვა სასიკეთო ცვლილებებისთვის.
ქალწული – 18 ივნისამდე პერიოდი თქვენთვისაც გარკვეულწილად რთულია, თუმცა ზოგიერთი ტენდენცია მაინც პოზიტიურია. თანამშრომლობისა და კოლექტიური ძალისხმევისთვის საკმაოდ ნორმალური დროა, თუმცა თქვენი წარმატება გარშემომყოფთა ნაწილს გააღიზიანებს. იყავით მზად იმისთვის, რომ ამ პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდებიან მოშურნეები; მოიმატებს ჭორები და ინტრიგები თქვენს საწინააღმდეგოდ და მტრები შეეცდებიან ნებისმიერი თქვენი შეცდომა სათავისოდ გამოიყენონ. მაქსიმალურად ეცადეთ, რომ არ შეხვიდეთ კონფლიქტში კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან. კვირის მეორე ნახევარი კი გაცილებით უკეთესია. არ არის გამორიცხული ფარული, საიდუმლო სასიყვარულო კონტაქტების ჩამოყალიბება, მთავარია, ამან ხელი არ შეუშალოს სხვა სახის მიმდინარე კავშირებს. პერიოდი ასევე ძალიან კარგია შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების გამოვლენისათვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის, ხოლო ადრეული პროექტებიდან შესაძლოა მატერიალური დივიდენდებიც კი მიიღოთ. ყოველ შემთხვევაში, კარიერული წინსვლის პერსპექტივა ნათლად იკვეთება.
სასწორი – კვირის პირველ ნახევარში, 18 რიცხვამდე, იყავით მაქსიმალურად ყურადღებით. პარტნიორთა მხრიდან პრეტენზიულობა და მოთხოვნები ერთიორად მოიმატებს, რამაც შესაძლოა გარკვეული კონფლიქტები ან დაპირისპირება გამოიწვიოს. თქვენი მხრიდან გაგიჩნდებათ ამ ყველაფრის გაპროტესტების სურვილი, რადგან პარტნიორულ ურთიერთობებში იგრძნობთ შეზღუდვებს და თავს თავისუფლად ვერ იგრძნობთ. თუკი ამ პერიოდში გიწევთ მგზავრობა ან მოგზაურობა, აქაც დიდი სიფრთხილე გმართებთ, რათა არ შეგექმნათ რაიმე სახის ტექნიკური პრობლემები; ასევე, ყურადღება მიაქციეთ საბუთებს, რომ არ დაკარგოთ. კვირის მეორე ნახევარი კი გაცილებით უკეთესია. თქვენი ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მყარი და მდგრადი, თავად კი ხართ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, კომუნიკაბელური და ნამდვილი ლიდერი. ამ დროს ბევრად უფრო მეტად იგრძნობთ მეგობრების მხარდაჭერასა და დახმარებას. კვირის მეორე ნახევარი გაცილებით სასიკეთოა კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისთვის, ქორწინებისა და პარტნიორული ურთიერთობებისთვის. 18 რიცხვის შემდგომ, ამ თვალსაზრისით, სრულად შეძლებთ კომპენსაციის მიღებას, თუკი მანამდე რაიმე დანაკარგი ან პრობლემა გქონდათ. პერიოდი ასევე ძალიან კარგია უცხოელებთან კონტაქტისა და ახალი, პერსპექტიული თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად.
მორიელი – კვირის პირველი ნახევარი თქვენგან მეტ ყურადღებასა და სიფრთხილეს მოითხოვს. ენერგოტონუსი დაბალია, ამიტომ განსაკუთრებით გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ნუ გადაიღლებით და მოერიდეთ გაცივებას. შესაძლოა აღმოჩნდეთ წინასწარ განუსაზღვრელ, გაურკვეველ ურთიერთობებში, რამაც სიტუაცია საგრძნობლად დაძაბოს ან ეს ყოველივე თქვენს საწინააღმდეგოდ იქნას გამოყენებული. აი, 18 ივნისიდან კი გაცილებით უკეთესი პერიოდი გეწყებათ – იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, ჯანმრთელობა ბევრად უფრო მდგრადი გახდება, მოიმატებს შრომისუნარიანობაც. საგრძნობლად გაძლიერდება თქვენი ინტუიცია, რაზე დაყრდნობითაც შეძლებთ სწორი არჩევანის გაკეთებას და ბევრად ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ. ეს ყოველივე დაგეხმარებათ სტაბილური და სასიკეთო საქმიანი კონტაქტების დამყარებაში, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს თქვენი რეპუტაციის ზრდასა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ახალი იდეების რეალიზაცია ბევრად უფრო იოლად და წარმატებულად წარიმართება, რაც სასიკეთო ცვლილებებს მოგიტანთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დონეზე სასიკეთო შანსების ტენდენცია მოიმატებს, მაინც გმართებთ ენაზე კბილის დაჭერა – ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ საკუთარი გეგმების შესახებ.
მშვილდოსანი – კვირის პირველ ნახევარში თქვენც მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე გმართებთ, ვინაიდან შესაძლოა გარშემომყოფთა მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქმედებებს შეეჯახოთ. სხვების მხრიდან წამოსული კრიტიკა ამ პერიოდში განსაკუთრებით თვალშისაცემი იქნება. თუმცა ჯანმრთელობას ნამდვილად არ უჩივით, ენერგოტონუსი მაღალი გაქვთ და ხართ მეტად აქტიური და ენერგიული, თქვენს ზურგს უკან მაინც საგრძნობლად მოიმატებს ჭორებისა და ინტრიგების ალბათობა. აქედან გამომდინარე, აკონტროლეთ მიმდინარე მოვლენები და ზედმეტს ნურაფერს იტყვით. კვირის მეორე ნახევარი, 18 რიცხვიდან, გაცილებით უკეთესია. აქტიურად ჩაერთვებით საზოგადოებრივ საქმიანობაში. პერიოდი ბრწყინვალეა საჯარო გამოსვლებისთვის, საკუთარი ავტორიტეტისა და რეპუტაციის ასამაღლებლად, სწავლისა და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის. შესაძლოა აღმოჩნდეთ პროგრესული რეფორმებისა თუ ისეთი ახალი საქმის წინაშე, რომელიც დიდ წარმატებას მოგიტანთ. ამ თვალსაზრისით, მაქსიმალურად გააქტიურდით, რადგან შესანიშნავი ენერგია, მომატებული ოპტიმიზმი და გონებამახვილობა დასახული მიზნების მიღწევაში ბოლომდე დაგეხმარებათ. კვირის მეორე ნახევარი ფრიად სასიკეთოა როგორც სასიყვარულო და პარტნიორული, ისე ბიზნესსა და საქმიანი ურთიერთობებისთვის.
თხის რქა – კვირის პირველი ნახევარი დიდი სიფრთხილით განვლეთ, რადგან შესაძლოა მოულოდნელი და ზედმეტი ფინანსური ხარჯების წინაშე აღმოჩნდეთ. სხვების მხრიდან თქვენი მოტყუების მცდელობები საკმაოდ ხშირი იქნება, ამიტომ კარგად გადაამოწმეთ ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია და ადვილად ნუ ენდობით სხვების დაპირებებს. მოსალოდნელია ურთიერთობების დაძაბვა როგორც ბიზნეს, ისე სასიყვარულო პარტნიორებთან, ამიტომ გამოიჩინეთ ნაკლები სიხისტე და მეტი დიპლომატია. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ დაშვებულ ნებისმიერ შეცდომას გარშემომყოფები მომენტალურად გამოიყენებენ თქვენს საწინააღმდეგოდ, რაც თქვენს თვითშეფასებას საგრძნობლად შეამცირებს. 18 რიცხვის შემდგომი პერიოდი კი გაცილებით უკეთესია. წარმატების შანსები ერთიორად მატულობს, გეწყებათ ბევრად უფრო მშვიდი პერიოდი და პროფესიული თვალსაზრისითაც საგრძნობლად წახვალთ წინ. პირადი ურთიერთობები მეტად სტაბილური გახდება და პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი ოჯახურ გარემოშიც. მოკლედ, კვირის მეორე ნახევარი თქვენთვის გაცილებით ნაყოფიერი აღმოჩნდება.
მერწყული – კვირის პირველი ნახევარი, 18 ივნისამდე, ფრთხილად და ყურადღებით უნდა გაიაროთ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი კვირის განმავლობაში თქვენი ენერგოტონუსი მაღალია და ხართ აქტიური, ენერგიული და კომუნიკაბელური, პირველ ნახევარში განსაკუთრებული სიფრთხილე ფინანსური კუთხით გმართებთ. მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა, რის გამოც ფულადი ხარჯები შესაძლოა არასწორად წარიმართოს და აღმოჩნდეთ სრულიად არაფრისმომცემი საყიდლების ან ისეთი ინვესტიციების წინაშე, რაც სამომავლოდ მხოლოდ ფინანსურ დანაკარგს მოგიტანთ. მოსალოდნელია გარკვეული სირთულეები სასიყვარულო სფეროშიც, რამაც შესაძლოა მუშაობისა თუ რაიმეს კეთების სურვილი სრულად დაგაკარგვინოთ. აი, 18 რიცხვიდან კი თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ და საგრძნობლად გამოცოცხლდებით; მიმდინარე პროექტები იოლად წარიმართება, არსებულ პრობლემებსაც მარტივად მოაგვარებთ და როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებში სასურველ სტაბილურობას მიაღწევთ. კვირის მეორე ნახევარში კარგი იქნება სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობის მიღება, რადგან გამარჯვების ალბათობა მეტად მაღალია. ურთიერთობებში საგრძნობლად მატულობს ურთიერთგაგება, ასევე კვირის მეორე ნახევარი ბრწყინვალე დროა ქორწინებისთვის.
თევზები – 18 რიცხვამდე პერიოდში თქვენგან მეტი ყურადღებაა საჭირო, რადგან შესაძლოა თავი იჩინოს ფინანსურმა სირთულეებმა. ამ დროს თქვენს ქმედებებში მეტად იჩენს თავს არაპრაგმატული აზროვნება, ამასთანავე, ჯანმრთელობაც ნაკლებად მდგრადია. ზედმეტად ადვილად ენდობით გარშემომყოფებს, რასაც სხვადასხვა ადამიანები, მათ შორის ახალი ნაცნობები თუ ახალი მეგობრები, საკუთარი მიზნებისთვის არაკეთილსინდისიერად გამოიყენებენ. გაცილებით პოზიტიური და სასიკეთოა 18 რიცხვის შემდგომი პერიოდი. თქვენში საგრძნობლად მოიმატებს თავდაჭერა, მათ შორის ფინანსური ხარჯების მიმართულებითაც. მოსალოდნელია მატერიალური შემოსავლის ახალი წყაროს გაჩენა. წარმატებით მოაგვარებთ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხებს, ახლობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობა კი საგრძნობლად გაუმჯობესდება. მათგან დროულად მიიღებთ საჭირო თანადგომასა და მხარდაჭერას, რაც თქვენს ცხოვრებაში ბევრ სასიკეთო ცვლილებას გამოიწვევს.
გეომაგნიტური დღეები – ამ კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ შემდეგ გეომაგნიტურ დღეებში: 15, 16, 18 და 21 ივნისს.