დედამიწა კვლავ ინარჩუნებს პოზიტიურ ენერგეტიკულ ფონს, რაც საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ აქტიურები, იდეების რეალიზაცია მოვახდინოთ, დავამყაროთ ახალი კონტაქტები და სიახლეები შევიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში.
მნიშვნელოვანი მოვლენა: 20 აპრილიდან მზე ერთი თვის ვადით გადადის კუროს ზოდიაქოს ნიშანში. ამ ზეგავლენის შედეგად, ეს პერიოდი ადამიანებში გააძლიერებს ორგანიზებულობას, პასუხისმგებლობის გრძნობას, მოთმინებას, დისციპლინასა და ერთგულებას. ამასთან, მოიმატებს სტაბილურობისკენ სწრაფვა და ტრადიციებისადმი პატივისცემა, თუმცა, პარალელურად, შესაძლოა იჩინოს თავი სიჯიუტემ და სიზარმაცემ.
ვერძი – თქვენი ენერგოტონუსი კვლავ მაღალია. ეს საუკეთესო დროსია ინიციატივის გამოსავლენად და კომუნიკაციისთვის. გამოიყენეთ როგორც საკუთარი, ისე სხვების შესაძლებლობები. თქვენი მოულოდნელი და ნოვატორული იდეები ხელს შეუწყობს შემოსავლების ზრდას და საქმეების რეორგანიზაციას. კვირა ხელსაყრელია სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ავტორიტეტის ზრდისა და კონკურენტებთან ბრძოლაში გამარჯვებისთვის. ამიტომ იაქტიურეთ, საკმაოდ საინტერესო და კარგია პერიოდი გაქვთ.
კურო – კვირა კარგია, რადგან საგრძნობლად იზრდება თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება. ფსიქოემოციური სტაბილურობაც წინა პლანზე წამოიწევს. ამ პერიოდში უფრო მეტად შეძლებთ თქვენი პოზიციების დაცვას, ახალი იდეების ჩამოყალიბებასა და რეალიზაციას. მთლიანობაში, ახალ თქვენი დროა, რასაც დიდხანს ელოდით, მოემზადეთ – ამ კვირიდან მზე ერთი თვით გადაინაცვლებს სწორედ თქვენს ზოდიაქოს ნიშანში და ხდებით მთავარი ფავორიტი. მოიმატებს თქვენი შარმი და მიმზიდველობა, აღმოჩნდებით საყოველთაო ყურადღების ცენტრში. იყავით აქტიურები, აწარმოეთ მოლაპარაკებები, გააფორმეთ ხელშეკრულებები და განახორციელეთ ახალი იდეები. მგზავრობა და პარტნიორული თანამშრომლობა დიდ წარმატებას მოგიტანთ.
ტყუპები – ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მაღალია, ამიტომ კვირის განმავლობაში წარმატების შანსები კვლავ გაქვთ. თქვენი გონებაგამჭრიახობა და იმპროვიზაციის უნარი დაგეხმარებათ რთული საკითხების მოულოდნელად გადაწყვეტასა და მოგვარებაში. კარგი პერიოდია სწავლისთვის, განვითარებისა და რეფორმებისთვის. შემოიტანეთ სიახლეები, გამოიყენეთ ძველი კავშირები და იყავით აქტიურები ინტერნეტ-სივრცეში. ეცადეთ ამ კვირაში მაქსიმალურად იაქტიუროთ, რადგან შემდეგი კვირა შედარებით რთული იქნება, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები და შეხვედრები სწორედ ამ პერიოდში აწარმოეთ.
კირჩხიბი – თქვენთვის საკმაოდ მშვიდი და პოზიტიური კვირაა. შესაძლოა, წარმატებას მიაღწიოთ კარიერული განვითარების კუთხით, მით უმეტეს, თუ კარგი ურთიერთობა გაქვთ ხელმძღვანელებთან. მოსალოდნელია მხარდაჭერა გავლენიანი ადამიანების მხრიდან, რაც დაგეხმარებათ სწორი ნაბიჯების გადადგმაში. შემოსავლის კუთხითაც გაცილებით უკეთესი პერიოდია, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, შესაძლოა ახალი პარტნიორული ურთიერთობა ან თანამშრომლობა ჩამოაყალიბოთ. საყოფაცხოვრებო პრობლემებსაც ადვილად გადაწყვიტავთ. ენდეთ თქვენს ინტუიციას.
ლომი – ენერგოტონუსი საკმარისად მაღალი გაქვთ იმისათვის, რომ იმოქმედოთ აქტიურად და ინიციატივა გამოიჩინოთ, აშკარად იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, რაც საშუალებას მოგცემთ, წარმოაჩინოთ თქვენი ლიდერული თვისებები. შესაძლოა დაგეგმოთ მივლინება ან მოგზაურობა. კარგი პერიოდია უცხოეთთან კავშირების გასამყარებლად და საქმიანი ურთიერთობების გასაფართოებლად. თქვენი ოპტიმიზმი და მებრძოლი სულისკვეთება გაზრდის თქვენს ავტორიტეტს საზოგადოებაში. ზოგიერთ სიტუაციაში რაც მეტად გამოავლენთ უშიშარ, მებრძოლ სულისკვეთებას, მით მეტად მოიმატებს თქვენი წარმატების შანსი.
ქალწული – კარგი პერიოდია, ამ კვირაში თქვენი მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება. ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, იმატებს შრომისუნარიანობა და ნაკლებად იღლებით. მოთმინება და თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ რთული სიტუაციების მშვიდად გადალახვაში. ფსიქოემოციური სტაბილურობაც მატულობს, იზრდება თქვენი რეპუტაცია და გავლენა მიმდინარე მოვლენებზე. მოსალოდნელია საინტერესო პერსპექტივები უცხოეთთან დაკავშირებით, შესაძლოა, მივლინების, მგზავრობა-მოგზაურობის წინაშე აღმოჩნდეთ. გაითვალისწინეთ, კონტაქტები უცხოელებთან არა მხოლოდ ინფორმაციულად, არამედ მატერიალურადაც მომგებიანი აღმოჩნდება.
სასწორი – თქვენი ენერგოტონუსი მდგრადია, რაც საშუალებას გაძლევთ, აქტიურად გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები. ამ კვირაში თქვენი გავლენა და ავტორიტეტი შესამჩნევად გაიზრდება, თუმცა, შესაძლოა იგრძნოთ გარკვეული დამოკიდებულება პარტნიორების მხრიდან. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენს ინტერესებს იგნორირებას უკეთებენ, ეცადეთ, დიპლომატიურად მოახდინოთ მათზე გავლენა. მთლიანობაში კვირა წარმატებული იქნება, თუ პრობლემებს მშვიდობიანად, კომპრომისების გზით მოაგვარებთ. გაითვალისწინეთ, რომ საუკეთესო პერიოდია შემოქმედებითი მუშაობისთვის, დიზაინის, არქიტექტურისა და კოსმეტიკურ ბიზნესთან ურთიერთობის კუთხითაც.
მორიელი – თქვენი ენერგოტონუსი ამ კვირაში, თანდათან, ყოველდღიურად მოიმატებს, რაც ურთიერთობებში უფრო აქტიურს გაგხდით. საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას მეტად აიღებთ, გახდებით ინიციატივიანი, რაც ბევრ რამეს დაალაგებს თქვენს ცხოვრებაში, მათ შორის ურთიერთობებსაც. კარგი დროა საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად, ინტერიერის განახლებისა თუ ავეჯის შესაძენად. ეცადეთ, ზედმეტად არ გააკონტროლოთ ახლობლები, რათა პროტესტი და კონფლიქტი არ გამოიწვიოთ. რაც უფრო მეტად დააბალანსებთ ურთიერთობებს კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან, მით უფრო მეტად შეუწყობთ ხელს თქვენს პროფესიულ ზრდასა და კარიერულ წინსვლას.
მშვილდოსანი – ენერგიული და ნაყოფიერი კვირა გელით. გელით საინტერესო შეხვედრები და პერსპექტიული კონტაქტები. ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს პერიოდი რომანტიკული კავშირებითა და კულტურულ-გასართობ ღონისძიებებში აქტიური ჩართულობით იქნება გამორჩეული. საქმეებში მოსალოდნელია დინამიური და კონსტრუქციული ცვლილებები, შესაძლოა მსხვილი პროექტებიც დაიწყოთ და ბევრი რამ შეცვალოთ. ამ პერიოდში ზოგიერთს გექნებათ სურვილი, გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები ან აღმოჩნდეთ ახალ საინტერესო თავგადასავლებში. ის, რომ სურვილი გაქვთ მრავალფეროვანი შთაბეჭდილებები მიიღოთ, ცუდი არ არის, თუმცა ავანტურულ მოქმედებებში არ ჩაერთოთ, ეცადეთ, მიაღწიოთ სტაბილურობას პირად სასიყვარულო ურთიერთობებსა და შვილებთან მიმართებაში.
თხის რქა – საკმაოდ კარგი პერიოდია. თქვენი ენერგია და შრომისუნარიანობა მოიმატებს. ნებისყოფა, მოთმინება, შეუპროვრობა და ორგანიზებულობა დაგეხმარებათ, ნებისმიერი საქმე კონტროლქვეშ მოაქციოთ. იპოვით ფინანსურ წყაროებს ან მიიღებთ მატერიალურ დახმარებას ახლობლებისა და მშობლებისგან. კვირა საუკეთესოა სარემონტო სამუშაოებისთვის, სახლის დიზაინის შეცვლისა და ახალი ავეჯის შესაძენად. ეს ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში კომფორტულ და სტაბილურ გარემოს შექმნის. კარგი დროა უძრავი ქონების შესაძენადაც.
მერწყული – თქვენთვის კვლავ საინტერესო და ენერგიული კვირაა. გამოირჩევით ახალი იდეებითა და ინიციატივებით. საკმაოდ აქტიური იქნებით თქვენი მიზნების განხორციელების კუთხით. ესაა მრავალფეროვანი კონტაქტების, მოლაპარაკებებისა და შეხვედრების პერიოდი, ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს კვირა. ამასთან, საუკეთესო დროა სწავლისთვის, ინფორმაციის მისაღებად და მგზავრობა-მოგზაურობისთვის. პარალელურად, ეცადეთ გააუმჯობესოთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, მათთან სტაბილური კავშირი თქვენი შემდგომი განვითარების საფუძველი გახდება.
თევზები – საინტერესო კვირაა, თუნდაც იმით, რომ ენერგოტონუსი გემატებათ, ჯანმრთელობა კი უფრო მდგრადი ხდება. ნელ-ნელა გემატებათ შრომისუნარიანობა, ნებისყოფა, ხოლო თქვენი ინტუიცია და გონებამახვილობა სწორ ნაბიჯებს გიკარნახებთ. შესაძლოა, საიდუმლო მოქმედებებით ან ფრთხილი ნაბიჯებით მატერიალური სარგებელიც მიიღოთ, ამიტომ ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ. გარდა ამისა, თქვენს ირგვლივ შესაძლოა გამოჩდნენ სანდო ადამიანები, რაც ბიზნეს-პროექტებში ჩართვის სტიმულს მოგცემთ. გაითვალისწინეთ, იყავით წინდახედული და ფრთხილი, ეს ხელს შეუწყობს თქვენს კარიერულ წინსვლასა და სწავლაში წარმატებას.
კვირის გეომაგნიტური დღეები: გაითვალისწინეთ, რომ ამ კვირაში რამდენიმე გეომაგნიტური დღეა, რაც ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე აისახება. მოსალოდნელია თავის ტკივილი და წნევის ცვალებადობა. ასეთი დღეებია – 20, 23, 24, 25 აპრილი.