დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია გადასული, რაც მეტად სასიკეთო მოვლენაა, რადგან საგრძნობლად იზრდება ურთიერთგაგება ადამიანებს შორის. ეს პერიოდი მაქსიმალურად უწყობს ხელს იდეების რეალიზაციას, საქმიანსა და პირად ურთიერთობებში წარმატების მიღწევასა და სხვა მნიშვნელოვან, პოზიტიურ ცვლილებებს.
მთლიანობაში კვირა საკმაოდ წარმატებულია. მიუხედავად გარკვეული წვრილმანი ნეგატიური ტენდენციებისა, ვინაიდან კოსმიური ფონი მაინც ჰარმონიულია, ეს პერიოდი თითქმის ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის აჩენს დადებით, პოზიტიურ შანსებსა და შესაძლებლობებს. წინა პერიოდისგან განსხვავებით, ეს კვირა ყველასთვის გაცილებით უკეთესი და ნაყოფიერი იქნება.
ვერძი:
ამ კვირაში მოულოდნელად იპოვით პრობლემების გადაწყვეტის გზებს. პირველ რიგში, დიდ დახმარებასა და მხარდაჭერას მიიღებთ მეგობრებისა და კოლეგების მხრიდან. საგრძნობლად შეიცვლება თქვენი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებისა და სხვათა პრობლემების მიმართ – გახდებით ბევრად დიპლომატიური, გაგებით მოეკიდებით გარშემომყოფთა წუხილს და გაგიჩნდებათ სუსტი ადამიანების დაცვის სურვილი, რაც საზოგადოებაში თქვენს რეიტინგსა და ავტორიტეტს მკვეთრად აამაღლებს.
ამავდროულად, ზედმეტად ნუ მოდუნდებით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თქვენს ირგვლივ ტრიალებენ, რათა მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონდეს რაიმე სახის პროვოკაციებს, რისი ტენდენციაც კოსმიურ ფონში არსებობს. პერიოდი მეტად ხელსაყრელია კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად. ასევე, საგრძნობლად უმჯობესდება ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორებთან, ამიტომ კვირა მთლიანობაში ძალიან კარგია სიყვარულისა და პირადი კავშირების გასაღრმავებლად.
კურო:
წინა პერიოდთან შედარებით, სიტუაცია გაცილებით უკეთესია. თქვენი ენერგოტონუსი კვლავ მდგრადია, ჯანმრთელობა – მაღალ დონეზე, ხოლო საერთო კოსმიური ფონი ბევრად სტაბილური. მიმდინარე პრობლემები ამ კვირაში გაცილებით იოლად გადაწყდება. სასიკეთო და სასიამოვნო მოვლენებია მოსალოდნელი უშუალოდ სახლსა და ოჯახურ გარემოში.
თუმცა, ამასთანავე, ბოლომდე ვერ გამოვრიცხავთ გარკვეულ გაუგებრობებს ზოგიერთ მეგობართან თუ ნათესავთან მიმართებაში, ამიტომ გმართებთ ტაქტი. ზოგიერთ თქვენგანს შესაძლოა მოუწიოს რუტინული საქმეების შესრულება, რაც ცოტათი დაგღლით, თუმცა ამას თავისი აუცილებლობა ექნება. რაც უფრო მეტად გააუმჯობესებთ ურთიერთობებს ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან, მით უფრო უკეთ იგრძნობთ თავს და წარმატებით წაიწევთ წინ.
ტყუპები:
თქვენი ენერგოტონუსი აშკარად უმჯობესდება, მატულობს სასიცოცხლო ენერგია, აქტიურად მოქმედების უნარი, კომუნიკაბელურობა და გონებამახვილობა. ეს პერიოდი მაქსიმალურად უწყობს ხელს საინტერესო იდეების რეალიზაციას. დგება მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრებისა და საქმიანი მოლაპარაკებების პერიოდი, სადაც მოსალოდნელია ხშირი მგზავრობა, მოგზაურობა და სხვა ადამიანებისგან საჭირო დახმარების მიღება.
გაითვალისწინეთ, რომ თქვენს გარემოცვაში ან ახლობლებშიც კი შეიძლება აღმოჩნდნენ კრიტიკოსები, რომლებიც არ გაიზიარებენ თქვენს იდეებს და შეეცდებიან ხელი შეუშალონ თქვენი საქმიანი თუ შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას. თუკი მზად იქნებით რისკიანი მოქმედებებისთვის, ყოველი ნაბიჯი კარგად გაიაზრეთ, რათა სულსწრაფობის ნიადაგზე შეცდომები არ დაუშვათ. ამასთან, არსებობს ფინანსური სირთულეების წარმოქმნისა და კოლეგებთან თუ მეგობრებთან ურთიერთობების დაძაბვის მცირე ალბათობა, ამიტომ შეინარჩუნეთ ზომიერება.
კირჩხიბი:
თქვენთვის მეტად პოზიტიური, სტაბილური და კარგი კვირაა. იგი ხელს უწყობს მრავალფეროვან საქმიანობას, წინსვლას, კარიერულ წარმატებებსა და იღბლიანობის ზრდას. დიდი შანსია საგრძნობლად გააუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა და გაიჩინოთ ახალი, მეტად საინტერესო ნაცნობობა. სარისკო მოქმედებებიც კი, თუ ისინი წინასწარ იქნება გააზრებული და საკუთარ ძლიერ ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედებთ, ფრიად წარმატებული აღმოჩნდება.
ეს პერიოდი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თქვენი პროფესიული პოზიციების განმტკიცებას. მიუხედავად ამისა, მაინც გამოიჩინეთ სიფრთხილე, კერძოდ, ეცადეთ, ყოველთვის იმოქმედოთ კანონის ფარგლებში და არ დაუშვათ ისეთი შეცდომები, რაც თქვენს წინსვლას შეაფერხებს. ის, რომ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესანიშნავი პერიოდია, ეს უდავოა.
ლომი:
თქვენი ენერგოტონუსი ნელ-ნელა უმჯობესდება და გაცილებით პოზიტიური პერიოდი გეწყებათ. იგრძნობთ, რომ ხდებით ბევრად აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი და ავლენთ საუკეთესო ორგანიზატორულ თვისებებს. გარკვეული სირთულეები ჯერ კიდევ მოსალოდნელია პარტნიორულ ურთიერთობებში, როგორც ბიზნესში, ისე პირად ცხოვრებაში, რის გამოც თქვენი დამოკიდებულება მათ მიმართ ცოტათი შეიცვლება.
სირთულეების გადალახვაში დიდ დახმარებას გაგიწევენ მეგობრები და ზოგიერთი ნათესავიც კი. გამორიცხული არ არის ახალი ნაცნობობა, რაც საგრძნობლად შეცვლის თქვენს მსოფლმხედველობას და ხელს შეუწყობს თქვენს ახლებურ განვითარებასა და წინსვლას. ერთი სიტყვით, თქვენ თანდათან შედიხართ თქვენს „ვარსკვლავურ პერიოდში“ (რადგან მზე თქვენს ნიშანში გადადის) უახლოესი ერთი თვე იქნება ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული მონაკვეთი მთელი წლის განმავლობაში.
ქალწული:
თქვენი ენერგოტონუსი მეტად მაღალია, ჯანმრთელობა მყარი და მდგრადი. ხართ საოცრად აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი და მომთმენი. ამავდროულად, ხდებით ბევრად უფრო გახსნილი, მეგობრული, საზოგადოებაში კი თქვენი შარმი და მიმზიდველობა საგრძნობლად იმატებს, რაც მეტად სასიკეთო პერიოდს გიქადით.
ამასთან ერთად, კვირის განმავლობაში უამრავი ვალდებულება დაგეკისრებათ, რომელთა შესრულებაც აუცილებელი იქნება, თუმცა ამაშიც კი შეძლებთ დადებითი მომენტების პოვნას. არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ძალზედ წარმატებულად გაართმევთ თავს. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც დიდი და სასარგებლო ცვლილებები შეიძლება მოხდეს კარიერული კუთხით. კვირა მეტად ხელსაყრელია რეფორმების გატარებისთვის, ახალი იდეების ჩამოყალიბებისა და მეგობრული კონტაქტებისთვის, ამიტომ ეცადეთ ეს პოზიტიური დრო მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ.
სასწორი:
ამ კვირაში თავს ბევრად უფრო თავისუფლად და კომფორტულად იგრძნობთ. თქვენს ცხოვრებაში მატულობს არა მხოლოდ იღბალი, არამედ სასიცოცხლო ენერგიაც – ხდებით გაცილებით აქტიური, კომუნიკაბელური და გონებამახვილი. დგება სულიერი ფასეულობებისა და საერთო მიზნების დასახვის პერიოდი. პარტნიორების მხრიდან წამოსული მხარდაჭერა და თანადგომა თქვენთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდება, ამიტომ კვირა საუკეთესოა კოლექტიური ძალისხმევისა და პარტნიორული თანამშრომლობისთვის. თუკი აქამდე რაიმე პრობლემა გქონდათ ოპონენტებთან, ყველაფერი დალაგდება და მოწესრიგდება, რაც თქვენს თვითრწმენას საგრძნობლად გააძლიერებს. მოდის რეფორმების დრო! სერიოზულად იფიქრეთ იმაზე, თუ რა სიახლეები შემოიტანოთ ყოველდღიურობაში – იქნება ეს ახალი მეთოდოლოგია საქმიანობაში, ახალი ვარცხნილობა, იმიჯი თუ ურთიერთობის სრულიად ახალი სტილი. მეგობრული კავშირები ახალ ეტაპზე გადავა: შესაძლოა ჩამოყალიბდეს სრულიად ახალი ნაცნობობა ან ძველი მეგობრობა ავიდეს ბევრად მაღალ, საიმედო დონეზე.
მორიელი:
თქვენთვის მეტად პოზიტიური და ნაყოფიერი პერიოდია. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი. ხართ საოცრად აქტიური, ენერგიული, უშიშარი და მებრძოლი, რაც დაგეხმარებათ საუკეთესოდ გამოავლინოთ ლიდერული და ხელმძღვანელობითი თვისებები. საგრძნობლად გემატებათ ინტუიციაც, რის საფუძველზეც ნებისმიერ სიტუაციაში აბსოლუტურად სწორ არჩევანს გააკეთებთ. კოსმიური ფონი უამრავ შესაძლებლობას გიქადით კარიერული წინსვლისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
საინტერესოა, რომ გარკვეული ვალდებულებების გადატანა შეგიძლიათ კოლეგებსა თუ თანამშრომლებზე – ისინი სიამოვნებით დაგეხმარებიან და ამას არანაირი წინააღმდეგობა ან გაუგებრობა არ მოჰყვება. კვირა ასევე ძალზედ ხელსაყრელია მგზავრობა-მოგზაურობისთვის, უცხოელებთან კონტაქტებისა და პროფესიული განვითარებისთვის.
მშვილდოსანი:
ამ კვირაში აშკარა გამოცოცხლებას იგრძნობთ. თქვენი ენერგოტონუსი საგრძნობლად მატულობს, ჯანმრთელობა მდგრადია, ხასიათი და განწყობილება კი მკვეთრად უმჯობესდება. წარმატების მიღწევის შანსები ერთიორად იზრდება. თავს ბევრად უფრო თავისუფლად და კომფორტულად იგრძნობთ.
განსაკუთრებით მოიმატებს ინტერესი მგზავრობის, მოგზაურობისა და ახალი თავგადასავლების მიმართ. მოსალოდნელია ახალი მეგობრული წრის ჩამოყალიბება და უცხოური ვოიაჟების შედეგად დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღება. პარალელურად, საგრძნობლად უმჯობესდება თქვენი ფინანსური მდგომარეობაც. თუმცა, რაც შეეხება საქმიან კონტაქტებსა და კავშირებს, აქ მეტი სიფრთხილე და თავდაჭერა გმართებთ, რათა პარტნიორულ ურთიერთობებში მოულოდნელი დისკომფორტი არ შეიქმნათ.
თხის რქა:
თქვენთვის მეტად სასიკეთო და სტაბილური პერიოდია. ფიზიკური ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი, ემოციურად კი ბევრად მშვიდდებით. ურთიერთობებში ავლენთ დიდ დიპლომატიას და ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ხართ წინდახედული და ფრთხილი. იღბალი თქვენს მხარესაა, რაც საშუალებას მოგცემთ არაერთი აქტუალური პრობლემა მარტივად მოაგვაროთ.
გაითვალისწინეთ, რომ მგზავრობისა თუ მოგზაურობის დროს დიდია ახალი სიყვარულის პოვნის ალბათობა, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა სერიოზული პრობლემები და დაძაბულობა შექმნას თქვენს არსებულ ურთიერთობებში – ამ კუთხით გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე. სამაგიეროდ, პერიოდი უდავოდ საუკეთესოა უძრავი ქონების შესაძენად და სახლში ნებისმიერი სახის სარემონტო თუ კეთილმოწყობითი სამუშაოების დასაწყებად.
მერწყული:
თქვენი სასიცოცხლო ენერგია აშკარად მატულობს. წინა პერიოდთან შედარებით, ეს კვირა ბევრად მშვიდი, თავისუფალი და ნაყოფიერი იქნება. საგრძნობლად იზრდება თქვენი თვითრწმენა და ძლიერდება ინტუიცია, რაც დაგეხმარებათ ნებისმიერი საკითხი მარტივად მოაგვაროთ და წარმატებული მოლაპარაკებები აწარმოოთ. საკამათო თემები და დაძაბული ურთიერთობები იოლად დალაგდება, ეს კი მწვანე შუქს აუნთებს ნაყოფიერ პარტნიორულ თანამშრომლობას როგორც პირად, ისე საქმიან სფეროში.
კოსმიური ფონი ხელს უწყობს თქვენს წინსვლას და შემოქმედებითი ნიჭის მაქსიმალურ გამოვლენას. იცოდეთ, რომ ინტელექტუალური და კრეატიული მუშაობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ. გახსოვდეთ, რაც უფრო მეტად შეეცდებით წამოჭრილი გაუგებრობების მშვიდობიანად, დიპლომატიური გზითა და კომპრომისებით მოგვარებას, მით უფრო დიდ წარმატებას მიაღწევთ.
თევზები:
თქვენთვის მეტად პოზიტიური კვირაა. მაღალი ენერგოტონუსი, მყარი ჯანმრთელობა და სათანადო სიმაღლეზე მყოფი ინტუიცია დასახული მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. დიდია შანსი, რომ აღმოჩნდეთ არაერთი სარფიანი საქმიანი წინადადების წინაშე ან გამოჩნდეს მეტად შემოსავლიანი სამსახური. ბევრი თქვენგანი აქტიურად ჩაერთვება საქველმოქმედო საქმიანობაში და დაეხმარება გარშემომყოფებს საზოგადოებრივ საქმეებში, რაც თქვენს ავტორიტეტსა და რეიტინგს საგრძნობლად აამაღლებს.
ეს პერიოდი იდეალურია შემოქმედებითი უნარების პრაქტიკაში გამოსაყენებლად. თუკი ყოველდღიურობაში რუტინული საქმეების შესრულება მოგიწევთ, მიუდექით მათ შემოქმედებითად და ნახავთ, თუ რამდენად მარტივად გაართმევთ თავს დაკისრებულ მოვალეობებს. გარდა ამისა, რაც უფრო კარგ და ჰარმონიულ კავშირს შეინარჩუნებთ პარტნიორებთან (პირველ რიგში სასიყვარულო სფეროში), მით უფრო სტაბილურად იგრძნობთ თავს და მით უფრო მყარად წახვალთ წინ.
გეომაგნიტური დღეები:
მიმდინარე კვირის განმავლობაში, განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ 21, 22, 25 და 26 ივლისს. ამ დღეებში მაქსიმალურად მოერიდეთ გადატვირთვას და გაუფრთხილდით გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას