LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (22-28 აპრილის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

2989
მიხეილ ცაგარელი

ვერძი  – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეგიძლიათ იმოქმედოთ აქტიურად, თუმცა არ ღირს ზედმეტად გადაღლა, ეცადეთ სწორად გაანაწილოთ დრო სამუშაოსა და დასვენებას შორის. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მიიღოთ დივიდენდები ძველი საქმეებიდან. კარგი პერიოდია ძველი იდეების განხორციელებისა და სამომავლოდ გემების  დასახვისთვის.

კურო –  მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია წლის მანძილზე, რომელიც მთელი თვე გაგრძელდება. ერთი-ორად მოიმატებს წარმატების შანსები და იღბლიანობა. გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, ორგანიზატორული ნიჭის და ლიდერული თვისებების გამოვლენას. კარგი პერიოდია ძველი იდეების, პროექტების განხორციელებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. მთავარია, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ საქმიან, სასიყვარულო პარტნიორებთან და მოერიდოთ მათთან კონფლიქტს.

ტყუპები –  დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოერიდეთ საკუთარ თავზე ზედმეტი ინფორმაციის გაცემას, არ ღირს ფარულად მოქმედება, რადგან ნებისმიერი დაფარული გამჟღავნდება და ისევ თქვენ გაზარალებთ. კარგი პერიოდია ახალ პროექტებში ჩაბმისა და ძველი იდეების განხორციელებისთვის, ახალი კონტაქტების დამყარებისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის. მართალია, ძალიან გაგაღიზიანებთ კოლეგების და ხელმძღვანელების მოქმედება, მაგრამ მაინც არ ღირს ემოციებს აყოლა, უმჯობესია გამოიჩინოთ მეტი დიპლომატია და თავშეკავება.  

კირჩხიბი – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ მაინც არ ღირს მოდუნება, რადგან სწორედ ამ კვირაში მოგიწევთ ძველი შეცდომების გამოსწორება, ძველი ვალების გასტუმრება და ვალდებულებების შესრულება. კარგი პერიოდია კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან უსიამოვნებების მოგვარებისა და საკამათო საკითხების გადაჭრისთვის.

ლომი –  დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან, განსაკუთრებით კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან საერთო ენის მოძიება. მართალია, ძალიან გაღიზიანდებით მათი ქცევა, მაგრამ მაინც არ ღირს ემოციებს აყოლა, უმჯობესია თავი შეიკავოთ და უკეთესი დროისთვის გადადოთ საქმის გარჩევა. კარგი კვირაა მოგზაურობისთვის, უცხოელი პარტნიორების შეძენისა და საზღვარგარეთ კაპიტალის დაბანდებისთვის.

ქალწული – გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ლიდერული თვისებების გამოვლენას. კარგი პერიოდია ძველი საქმეების დასრულებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, უცხოელი პარტნიორების შეძენისა და ერთობლივი პროექტების დაწყებისთვის.

სასწორი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა, რადგან მაღალია პროვოცირების, სხვათა კამათსა და კონფლიქტებში იძულებით ჩაბმის ალბათობა. არ ღირს ფულის უყაირათოდ ხარჯვა და საეჭვო გარიგებებში მონაწილეობა, რადგან სარგებელს ვერაფერს ნახავთ და მხოლოდ სერიოზულად იზარალებთ. კარგი პერიოდია ძველი იდეების რეალიზებისთვის, მთავარია არ იზარმაცოთ და მაქსიმალურად გამოიყენოთ კოლეგების დახმარება.

მორიელი – გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. კარგი პერიოდია ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენისა და კოლექტიური პროექტების განხორციელებისთვის. თვალი მიადევნეთ მიმდინარე მოვლენებს, რადგან მოულოდნელი ცვლილებები თქვენც სპონტანურად, დაუგეგმავად გაიძულებთ მოქმედებას. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობაში, მოერიდეთ ხალხმრავლობას, რადგან მაღალია კონფლიქტებსა და დაპირისპირებებში უნებლიედ ჩაბმის ალბათობა.

მშვილდოსანი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება მიმდინარე მოვლენების მიმართ, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებას. აკონტროლეთ ამბიციები, არ ღირს ადამიანებით მანიპულირება და საკუთარი სურვილების მათ ხარჯზე ასრულება. მართალია, ძალიან გაგაღიზიანებენ გარშემომყოფები, მაგრამ მაინც არ ღირს ემოციებს აყოლა, უმჯობესია თავი შეიკავოთ და უკეთესი დროისთვის გადადოთ საქმის გარჩევა.

თხის რქა – გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ნებისყოფა და შრომის უნარი, შეძლებთ ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას და კოლექტიურ პროექტებში მონაწილეობას. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯს და ფულის უაზროდ ხარჯვას, რადგან არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ ძველი ვალების გასტუმრება ან გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევა. არ ღირს საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენის შექმნა და მასშტაბური გეგმების დასახვა, რადგან ვერ შეძლებთ მათ განხორციელებას და მხოლოდ საკუთარ რეპუტაციას აზარალებთ.

მერწყული – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, შინაგანი დაძაბულობის ფონზე ყველა წვრილმანი გაგაღიზიანებთ, მაგრამ მაინც არ ღირს ემოციებს აყოლა და აგრესიის გამოვლენა. მოერიდეთ კონფლიქტს კოლეგებთან და მეგობრებთან, რადგან ახლობლებთან ურთიერთობის დაძაბვა ისევ თქვენ გაზარალებთ. არ ღირს ფულის უაზროდ ხარჯვა, რადგან არაა გამორიცხული მოულოდნელად შექმნილმა საყოფაცხოვრებო პრობლემებმა სოლიდური ხარჯის გაწევა გაიძულოთ. კარგი პერიოდია საცხოვრებლის მოწესრიგებისა და მეტი კომფორტის შესაქმნელად.

თევზები –  გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, ორგანიზატორული და ლიდერული თვისებების გამოვლენას, ძველი საქმეების დასრულებას და ახალი პროექტების დაწყებას. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, პარტნიორებთან უთანხმოების მოგვარებისა და ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. იმოქმედეთ საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.

გეომაგნიტური დღეები – 23, 24, 26 და 28 აპრილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები