დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლას ზოდიაქოს ყველა ნიშანში საკუთარ თავზე გამოცდის, რადგან მოულოდნელად მოუწევს სირთულეებს გამკლავება და პრობლემების დაძლევა. განსაკუთრებით რთული იქნება 8 მაისის ახალმთვარეობა, როცა მოიმატებს კონფლიქტების და დაპირისპირებების, ცდუნებების და შეცდომების დაშვების ალბათობა.
ვერძი – დისჰარმონიული, ნაკლებად სტაბილური კვირაა, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ ფინანსური პრობლემების დაძლევა. მოერიდეთ ფულის უაზროდ ხარჯვას, საეჭვო გარიგებებსა და კაპიტალის დაბანდებას. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. თავი შეიკავეთ გრანდიოზული გეგმების დასახვისა და მსხვილ პროექტებში მონაწილეობისგან, მით უფრო, რომ არაა გამორიცხული მოულოდნელად შეცვლილმა რეალობამ სრულიად განსხვავებული პირობების შესრულება გაიძულოთ.
კურო – აქტიური და პერსპექტიული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ოპტიმიზმი, ენთუზიაზმი და თვითრწმენა, შეძლებთ ლიდერული და ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას, რაც სირთულეებისა და უსიამოვნებების დაძლევაში დაგეხმარებათ. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის მეორე ნახევარში, როცა ჭორებით და ტყუილებით, ინტრიგებით და მაქინაციებით ბევრი ეცდება თქვენი რეპუტაციის შელახვას.
ტყუპები – ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა წლის მანძილზე. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს აპათია და დეპრესია, ეჭვი შეგეპარებათ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ გარშემომყოფების მიმართ, რადგან ფარული მტრები და მოშურნეები სწორედ ახლა ეცდებიან ტყუილებით და ინტრიგებით თქვენს წინააღმდეგ ბრძოლას. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ ძველი ვალების გასტუმრება და დაპირებების შესრულება.
კირჩხიბი – დინამიური, თუმცა რთული კვირაა. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, რადგან მაღალია კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა. მართალია, სხვათა განწყობასა და სურვილებს, გეგმებსა და გადაწყვეტილებებს დამორჩილება მოგიწევთ, მაგრამ მაინც არ ღირს გაღიზიანება და აგრესიის გამოვლენა, უმჯობესია თავი შეიკავოთ, საქმის გარჩევა კი, უკეთესი დროისთვის გადადოთ. არ ღირს მგზავრობა და შორეულ მოგზაურობაში გამგზავრება, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ მოულოდნელად შექმნილი პრობლემების დაძლევა.
ლომი – ნაკლებად შედეგიანი კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, დიდ დროს დაუთმობთ პროფესიულ განვითარებას, მაგრამ მაინც ვერ შეძლებთ კარიერული წინსვლას და დაწინაურებას, რადგან თქვენი იდეები ბევრისთვის ზედმეტად თამამი და მიუღებელი აღმოჩნდება. მოერიდეთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან კამათს, რადგან ასე მხოლოდ საკუთარ მდგომარეობას დაამძიმებთ.
ქალწული – აქტიური და დინამიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. კარგი პერიოდია ახალი კონტაქტების დამყარებისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, ეცადეთ სწორედ ამ კვირაში გააფორმოთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები და დაიბევოთ იმ პარტნიორთა მხარდაჭერა, რომლებიც მომავალში შეძლებენ თქვენს დახმარებას. მეტი სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა.
სასწორი – რთული და დატვირთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ საკუთარი ფასეულობების გადახედვა და ნაცნობთა წრის გადახარისხება, რადგან ბევრი ვერ გაამართლებს თქვენს იმედს. მეტი ყურადღების გამოჩენა გმართებთ ფინანსების მიმართ, რადგან მაღალია გაუთვალისწინებელი ხარჯის და დანაკარგის ალბათობა. ეცადეთ მაქსიმალურად მშვიდად გაიაროთ კვირა, მოერიდოთ გარშემომყოფებთან კონფლიქტს და დაპირისპირებას.
მორიელი – მეტ-ნაკლებად სასიკეთო კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. კარგი პერიოდია შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, ძველი საქმეების დასრულებისა და ახალი პროექტების განხორციელებისთვის. მეტი დრო დაუთმეთ საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობას, რადგან არაა გამორიცხული, რომ ერთი შეხედვით მცირე უსიამოვნებამ სერიოზული დაპირისპირება და ურთიერთობის სამუდამოდ გაწყვეტა გამოიწვიოს.
მშვილდოსანი – ნაკლებად სტაბილური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არაა გამორიცხული სპონტანურად და აბსოლუტურად მოუმზადებლად მოგიწიოთ მოულოდნელად წამოჭრილი პრობლემების მოგვარება. გამოიჩინეთ მეტი სერიოზულობა საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების მიმართ, რადგან გულგრილი დამოკიდებულებით არა მხოლოდ კოლეგებს გაანაწყენებთ, არამედ თვითონაც გაიფუჭებთ საქმეს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგან მაღალია ვირუსული დაავადებებით დასნეულების ალბათობა.
თხის რქა – აქტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, გაძლიერებული თვითრწმენის ფონზე ახალი სიმაღლეების დაპყრობა მოგინდებათ, მაგრამ ზედმეტად ნუ გადააფასებთ საკუთარ შესაძლებლობებს, უმჯობესია იმოქმედოთ მხოლოდ იმ სფეროში, რომელიც კარგად იცით. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ ძველი ვალდებულებების შესრულება, რომელთაც დიდხანს არიდებდით თავს.
მერწყული – მრავალფეროვანი, თუმცა რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. უამრავ ადამიანთან მოგიწევთ ურთიერთობა და მათ განწყობას მორგება, რაც საკმაოდ სტრესული აღმოჩნდება, რადგან გაგიჩნდებათ თავისუფლების შეზღუდვის განცდა. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში გახდეს აუცილებელი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება, რაც დამატებითი ხარჯის გაწევას გაიძულებთ და სერიოზულ დისკომფორტს გამოიწვევს.
თევზები – პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს შინაგანი შარმი და ქარიზმა, დახვეწილი იუმორი კი, თქვენთვის საინტერესო ადამიანებთან კომუნიკაციის მარტივად დამყარებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია ინტელექტისა და შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად, იდეების განხორციელებისა და ახალი გეგმების დასახვისთვის.
გეომაგნიტური დღეები – 7,8, 9 და 11 მაისი.