საბა ლობჟანიძემ დანიაში მორიგი გოლი გაიტანა. მე-10 ტურში „ვედსისელთან“ მოგებაში (2:0) თავისი როლი ითამაშა.
„რანდერსის“ ქართველმა 59-ე წუთზე ანგარიში ეფექტურად შესრულებული საჯარიმო დარტყმით გახსნა.
24 წლის ქართველი ფეხბურთელისანგარიშზე 10 შეხვედრაში სამი გოლია.
ესპანეთის სეგუნდადივიზიონში ქართული გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს. სარაგოსა – ლუგო – 0:2.
“სარაგოსას” ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, ხოლო “ლუგოს” ჰავბეკმა გიორგი აბურჯანიამ შეუცვლელად იასპარეზა და ყვითელი ბარათი მიიღო.
შტურმი-მატერსბურგის (1:2). შეხვედრაში, გრაცელთა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
MLS-ში ქართველების„სან ხოსემ“ კიდევ ერთი თამაში წააგო. ამჯერად „29-ე ტური. ლოს ანჟელესთან“ 0:2. სტუმართა გუნდის ქართველმა ლეგიონერებმა გურამ კაშიამ და ვაკო ყაზიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს.
რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში “ლოკომოტივი” სანკტ პეტერბურგში 3:5 დამარცხდა “ზენიტთან”.
“ლოკოს” ქართველმა ცენტრალურმა მცველმა საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა. მან 56-ე წუთზე მეტოქის თავდამსხმელთან არტიომ ძიუბასთან ბრძოლა წააგო და ამ უკანასკნელმა ანგარიში 3:1 გახადა. საერთო ჯამში, ჩვენმა ფეხბურთელმა, ისევე როგორც სხვა მცველებმა დიდი კრიტიკა დაიმსახურეს.
არსენალი – რუბინი 2:2. ტულელთა მცველმა გია გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშა.
როსტოვი – უფა 0:0. უფელთა მცველმა ჯიმი ტაბიძემ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.
უკრაინის ჩემპიონატის მე-9 ტურში, “ზორიასთან” მოგებული მატჩის (2:1) 43-ე წუთზე ტრავმა მიიღო “ვორსკლას” ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ და შეცვალეს. ტრავმის გამო 4 ოქტომბერს კობახიძე ევროპა ლიგის მეორე ტურში “სპორტინგთან” საშინაო მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა ლუგანსკელთა მეკარემ ზაურ მახარაძემ, ხოლო “ვორსკლას” მცველი ანდრო გიორგაძე ამჯერად განაცხადშიც არ იყო.