LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lada  ევროპაში ყველაზე არაპოპულარული ბრენდია

61
lada

რუსული წარმოების LAda-ს ავტომობილების იმპორტი ევროპაში ოფიციალურად შეწყვეტილია, თუმცა ზოგიერთი ავტოდილერი ამ მანქანებს მაინც ყიდის. ბრენდის პოპულარობა ყოველ თვე უფრო და უფრო მცირდება, ივნისის თვეში მაგალითად მხოლოდ 27 ცალი „ლადა“ გაიყიდა. ასე რომ LAda ევროპულ ბაზარზე ყველაზე არაპოპულარული ბრენდია და Alpine-საც კი ჩამორჩება.

ავტომწარმოებელთა ევროპული ასოციაციის ინფორმაციით (ACEA) წლევანდელი მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4-ჯერ არის გაუარესებული. გასულ წელს ევროპელმა დილერებმა ევროპისა და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე 104 რუსული მანქანის რეალიზება შეძლეს. რაც შეეხება Alpine-ს, მისი მაჩვენებელი 330 გაყიდული ეგზემპლარია.

აღსანიშნავია, რომ Lada ამ დრომდე Renault-ის სტატისტიკაშია მოხსენიებული, არადა ფრანგულმა კომპანიამ რუსულ მწარმოებელთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა, თანაც ჯერ კიდევ მაისის შუა რიცხვებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები