LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაიფციგში ქალაქის ყველა მუზეუმი უფასო გახდება

123
thumb_1024x663_leipzig-museum-of-fine-art-11zon

გერმანიაში, ლაიფციგში საქალაქო მუზეუმების ექსპოზიციების მონახულება 2024 წლიდან უფასო იქნება. ამ გზით მერიას ვიზიტორთა დაბრუნება სურს, რამეთუ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ მუზეუმების მიმართ ინტერესმა მკვეთრად იკლო. ინფორმაციას ამის შესახებ The Mayor ავრცელებს.

უფასო გახდება ისტორიის, ბუნების, მეცნიერების და კიდევ სხვა მუზეუმების მუდმივი გამოფენები, ხოლო სპეციალური ღონისძიებების დროს კვლავინდებურად ფასიანი ბილეთები გაიყიდება.

აღსანიშნავია, რომ მუზეუმების უფასოდ მონახულებას მსურველები 2027 წლამდე შეძლებენ.

ამასობაში, ფინეთში თანამედროვე ემოციების მუზეუმი გაიხსნა. საგამოფენო სივრცე ვირტუალურ რეალობაში არსებობს და ვიზიტორებს პანდემიასთან დაკავშირებულ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებზე მოუთხრობს, შემდეგ კი ემოციების გაზიარებასაც სთხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები