ლამაზი ქალი მამაკაცის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამერიკელმა ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლები სილამაზის წინაშე უძლურები არიან და ამ დროს წარმოუდგენელ სტრესს განიცდიან.
როგორც კვლევებმა აჩვენა, მომხიბვლელ მანდილოსანთან 5-წუთიანი დიალოგის დროს ადრენალინის დონე ისევე იმატებს, როგორც პარაშუტით გადმოხტომის დროს. ბუნებრივია, ამ დროს სტრესი და დაძაბულობაც იზრდება, რაც მომავალში ჯანმრთელობაზე ძალიან უარყოფითად აისახება. გვერდით ეფექტებს შორის მედიკოსები წნევის აწევას, გულის აჩქარებასა და სხვა გართულებებს ასახელებენ.