LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini ელექტრომობილების გამოშვებას ჯერ-ჯერობით არ გეგმავს

57

Lamborghini ელექტრომობილების გამოშვებას ჯერ-ჯერობით არ გეგმავს. იტალიური ბრენდის ხელმძღვანელმა სტეფანო დომინიკალიმ სამომავლო გეგმები გაამხილა. აღმოჩნდა, რომ ავტომწარმოებელი ელექტროძრავის მქონე სუპერქარების შექმნაზე არ ფიქრობს. მართალია, ახალმა ტენდენციამ თითქმის ყველა ავტობრენდი მოიცვა, თუმცა Lamborghini სიტუაციას განსხვავებულად უყურებს. კომპანიისთვის პრიორიტეტს ერთგული კლიენტები წარმოადგენენ. ანუ ის ადამიანები, ვისაც საუკეთესო ხმის მქონე სწრაფი ავტომობილი სურს, რადგან ამ დროს მაქსიმალური ემოციების მიღებაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, ეკოლოგიური ელ-ავტომობილის სერიული გამოშვება გაურკვეველი დროით გადაიდო.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის შემოქმედებაში ერთადერთი გამონაკლისი ჰიბრიდი კროსოვერი Lamborghini Urus-ია, რომელიც მსოფლო ბაზარზე 2019 წლიდან გამოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები