LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini-მ საიდუმლო ყველგანმავალის წარმოება გადაიღო (ვიდეო)

63

იტალიურმა საავტომობილო კომპანია Automobili Lamborghini-მ თავისი ყველგანმავალის აწყობის პროცესი წარმოადგინა. ვიდეო იტალიური მარკის YouTube-ის ოფიციალურ არხზეა ატვირთული. მასში განახლებული ქარხანა და წარმოების ავტომატიზირებული პროცესი ჩანს. კადრში ძარის დეტალებიც იკვეთება – უკანა მხარე და ახალი მოდელის ბორბალი. გარეგნული მხარე და ტექნიკური მახასიათებლები ჯერ ისევ საიდუმლოა. ცნობილია, რომ ავტომობილი Audi Q7-ის, Porsche Cayenne-სა და Bentley Bentayga-ს საერთო პლატფორმაზე იწყობა.

Automobili Lamborghini 1963 წელს დაარსდა, მისი შტაბ ბინა იტალიურ კომუნა სანტა-აგატა-ბოლონიეზეშია. მოდელის ოფიციალური პრემიერა 4 დეკემბერს შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები