კომპანია Lamborghini-მ ვიდეოთიზერი გამოაქვეყნა, სადაც შეფუთული ყველგანმავალი Urus-ია ასახული. რგოლში ნათქვამია, რომ ავტომობილს ელექტროობის მუშაობის 6 რეჟიმი აქვს: Strada, Sport, Corsa, Sabbia, Terra და Neve.
„ურუსის“ პირველი კონცეპტუალური ვარიანტი, რომელსაც სახელი ესპანური ხარების ძველი სახეობის პატივსაცემად დაარქვეს, ხუთი წლის წინ, პეკინის მოტორშოუზე გამოჩნდა. იმის შესახებ, რომ Lamborghini-ის ყველგანმავალი სერიულ წარმოებაში ჩაეშვებოდა, მხოლოდ 2015 წელს დაადასტურეს.
სიახლე იმავე პლატფორმაზე იწყობა, რაზეც მეორე თაობის Audi Q7 და Bentley Bentayga.
Lamborghini-ის ყველგანმავალის პრეზენტაცია 4 დეკემბერს სანტ-აგატა ბოლონიეზეში შედგება.