LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლატვიაში ტკბილეულზე დამატებითი გადასახადის დაწესება სურთ

113
29hv

ლატვიაში შაქრის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებზე აქციზის დაწესება გადაწყვიტეს. ახალი გადასახადი შეეხება ისეთ პროდუქციას, როგორიცაა იოგურტი, დილის საუზმე, ნაყინი და სხვა ტკბილეული, თუ მათში შაქრის რაოდენობა 100 გრამზე 15 გრამს აჭარბებს. სიახლის შესახებ ISM წერს.

ამჟამად აქციზი მხოლოდ გაზიან სასმელებზე მოქმედებს, თუმცა სპეციალისტების აზრით, ჭარბწონიანობის მზარდი ტენდენციის შესაჩერებლად ეს საკმარისი არ არის.

მათივე ინფორმაციით, ლატვიის მოსახლეობის თითქმის 60%-ს ზედმეტი წონა აქვს, ხოლო ყოველი მეხუთე ბავშვი ჭარბი წონის პრობლემით იტანჯება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ჭარბი წონა განისაზღვრება მაშინ, როცა სხეულის მასის ინდექსი (BMI) 25-ს აჭარბებს. ინდექსი გამოითვლება ფორმულით: წონა (კგ) / სიმაღლის კვადრატი (მ²).

ინიციატივის მთავარი მიზანია არა მხოლოდ შაქრის მოხმარების შემცირება, არამედ პროდუქტების მწარმოებლების წახალისებაა, რომ შეამცირონ მისი შემცველობა თავიანთ ნაწარმში.

თუ იდეა დამტკიცდება და აქციზი ბიუჯეტში დამატებით შემოსავალს შეიტანს, მიღებული თანხა ჯანდაცვის სერვისების დაფინანსებას მოხმარდება, განსაკუთრებით – ჭარბწონიანობასა და შაქრის ჭარბი მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების მკურნალობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები