LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლებრონ ჯეიმსი პიცერიაში მოლარედ მალულად მუშაობს (ვიდეო)

55

ლებრონ ჯეიმსმა პიცერიაში უჩუმრად იმუშავა.
ერთ-ერთ მომხმარებელს 31 წლის კალათბურთელი ყოფილ თანაგუნდელში შეეშალა.

როგორც პიცერია Blaze Pizza-ას ვიდეორგოლის ანოტაციაშია ნათქვამი, „ლეიკერსისა“ და „კლიპერსის“ წინააღმდეგ ლოს-ანჯელესში ჩასულმა ჯეიმსმა თამაშებს შორის დრო იხელთა და ჩვეულებრივ მოლარედ იმუშავა.

კალათბურთის ყველა დროის ლეგენდა კლიენტებს რონად ეცნობოდა. ერთ-ერთმა გოგონამ თითქმის იცნო და უთხრა, რომ ძალიან გავდა დუეინ უეიდს. სხვებთან საუბარში კი ლებრონი თავს დილეტანტად აჩვენებდა და ჯიუტად ურევდა ერთმანეთს კალათბურთსა და ამერიკულ ფეხბურთს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები