LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარულ მამალს ევროპის ჩემპიონატზე არ დაუშვებენ

34

ევრო 2016-ის მატჩებზე ლეგენდარულ ბალთაზარს არ დაუშვებენ. ბალთაზარი მამალია, რომელიც მისმა პატრონმა კლემანმა ჯერ კიდევ 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ერთ-ერთ სიმბოლოდ წარადგინა. როგორც უეფას წერილიდან გახდა ცნობილი, კლემან ტომაშევსკის მამალთან ერთად სტადიონზე არ შეუშვებენ.
„68 წლის ვარ, ეს ჩემი მეექვსე და უკანასკნელი ევროა, – წუწუნებს ფანი და იხსენებს, როგორ დაპატიჟეს მამალთან ერთად ფიფას მუზეუმის გახსნაზე ციურიხში, სადაც მათი ფოტოა წარდგენილი, – თუ ბალთაზარს არ შეუშვებენ, არც მე წავალ“, – განაცხადა გულშემატკივარმა, რომელმაც 7 მატჩის ბილეთი შეიძინა, მათ შორის გახსნით შეხვედრაზე.
უეფა არ არის ერთადერთი, ვისაც არ სურს ბალთაზარის ნახვა სტადიონებზე. იყო შემთხვევები, როცა კლემანს არ უშვებდნენ საზღვარგარეთის არენებზე, ასევე გაასახლეს სასტუმროებიდან, რადგან მისი მამალი დილაადრიან აღვიძებდა სტუმრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები