LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარული Lancia Delta მეორედ დაიბადა

62

ლეგენდარული Lancia Delta მეორედ დაიბადა. კომპანია Automibili Amos–მა, რომლის დამაარსებელიც ცნობილი მრბოლელი და კოლექციონერი ეუჯენიო ამოსია, Lacia–ს ფინალური მოდიფიკაცია გამოაჩინა. ავტომობილის საჯარო დებიუტი შვეიცარიაში, Grand Basel–ის გამოფენაზე 9 სექტემბერს გაიმართება.

სიახლეს Delta Integrale Futurista ეწოდა და მისი ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ხმაურდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოდელისთვის ახალი ძარა შეიქმნა და მან მეტი მოქნილობაც მიიღო. ლეგენდის განახლებული ვერსია მხოლოდ 3 კარიან მოდიფიკაციაში იქნება ხელმისაწვდომი. მისი ფერი კი მწვანე – Verde Brinzio იქნება, საღებავი სპეციალურად Lancio–თვის შეიქმნა.

და ბოლოს, აღსანიშნავია რომ ავტომობილის ტირაჟი მხოლოდ 15 ეგზემპლარს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები