ლელა წურწუმია მსმენელთან შესახვედრად ემზადება. მომღერალი „Facebook“ გვერდზე რეპეტიციის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს და ბათუმსა და თბილისში დაგეგმილ კონცერტებს აანონსებს.
ლელა წურწუმია 31 დეკემბერს კონცერტს ბათუმში, „ADJARA HALL“-ში გამართავს. მომღერალი მსმენელის წინაშე ბენდ „NONSTOP“-თან ერთად წარდგება. ივენთს გახსნის დიჯეი.
აღნიშნული კონცერტის ბილეთების ღირებულება 50, 60, 70 ლარია და მათი შეძენა შეგიძლიათ ვებგვერდზე tkt.ge.
ლელა წურწუმიას მორიგი კონცერტი 2 იანვარს თბილისში, კლუბში „MONO HALL“ გაიმართება. მომღერალი მსმენელისთვის საყვარელ რეპერტუარს კვლავ ბენდ „NONSTOP“-თან ერთად შეასრულებს. საღამოს გახსნის და დახურავს დიჯეი.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ვებგვერდზე tkt.ge. ბილეთების ღირებულება 40, 50, 60 ლარია.