LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეო დათანხმდა: მესი საუდის არაბეთის სახე ხდება

48
Screenshot 2022-05-11 095039

პსჟ-ს თავდამსხმელი ლეო მესი საუდის არაბეთში ჩაფრინდა, სადაც არგენტინელი სუპერვარსკვლავის ქვეყნის ტურისტულ სახედ პრეზენტაციის ღონისძიება გაიმართა.

საუდელთა ტურიზმის მინისტრმა ახმედ ალ-ხატებმა კომენტარი გააკეთა: „მოხარული ვარ მივესალმო მესის საუდის არაბეთში. სასიამოვნოა, რომ თქვენ გაეცნობით წითელი ზღვის საგანძურს, მოინახულებთ Jeddah Season-ს და შეიტყობთ ჩვენი ძველი ისტორიის შესახებ.
ეს არ არის მესის პირველი ვიზიტი ჩვენს სამეფოში და ეს არ იქნება ბოლო!“.

Jeddah Season – ტურისტული ფესტივალია, რომელიც საუდის არაბეთში მაის- ივნისში ტარდება. მის ფარგლებში მთელ ქვეყანაში დაახლოებით 2800 ღონისძიება გაიმართება.

2021 წლის იანვარში საუდის არაბეთის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა კრიშტიანო რონალდომ. პორტუგალიელს სანაცვლოდ წლიურ 6 მილიონ ევროს თავაზობდნენ. მაშინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ მსგავსი წინადადებით მიმართეს ჯერ კიდევ „ბარსელონაში“ მოთამაშე მესის, მაგრამ მას ჯერ პასუხი არ ჰქონდა ნათქვამი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები