TIME-მა 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენად ლიონელ მესი დაასახელა. გამოცემა არგენტინელ ფეხბურთელს უდიადესს უწოდებს.
36 წლის ლიონელ მესი გასულ ზაფხულს ევროპიდან აშშ-ში გადავიდა. მან ოკეანის მიღმა ამ სპორტის პოპულარობა რეკორდულად გაზარდა ამ ქვეყანაში.
TIME წლის ადამიანს 1927 წლიდან ასახელებს, ხოლო წლის საუკეთესო ათლეტის დასახელება 2019 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ ეს წოდება მიუღიათ: აშშ-ს ქალთა საფეხბურთო ნაკრებს, ლებრონ ჯეიმსს, სიმონ ბაილსს (ტანვარჯიში), არონ ჯაჯის (ბეისბოლი).