LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონიდ ბრეჟნევის Mercedes ახალ მფლობელს ეძებს

127
ლეონიდ ბრეჟნევის Mercedes ახალ მფლობელს ეძებს

გასაყიდად გამოიტანეს Mercedes-ის კუპე, რომელიც ლეონიდ ბრეჟნევს ეკუთვნოდა. ისტორიული ორკარიანი 450 SLC-ის ფოტო სოც-ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. ავტომობილი ბრეჟნევს 1973 წელს გერმანიის მაშინდელმა კანცლერმა უილი ბრანდტომ აჩუქა. საინტერესოა, რომ მოდელს ყველა მაშინდელი დოკუმენტი აქვს და კომპლექტში მოჰყვება ასევე 1958 წლის სტანდარტის მიხედვით შექმნილი შავი ნომერიც.

Mercedes-Benz 450 SLC ღირსეულ ფორმაშია, რაც სულაც არაა გასაკვირი რამეთუ გარბენი მცირეა. კრემისფერი სალონი თითქმის უხმარივით გამოიყურება. თუმცა, ბუნებრივია, მოდელს გარკვეული სარემონტო სამუშაოები მაინც დასჭირდება: დგომის კვალი ძარას დასტყობია და განახლება ესაჭიროება.

მოდელის კაპოტის ქვეშ ტრადიციული V8 აგრეგატია განთავსებული, 225 ძალის სიმძლავრის აგრეგატი. ძრავა 3 საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები