LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეოპარდი Mercedes-ის ქარხანაში შეიჭრა და წარმოება გააჩერა

43
leopard

ინდოეთის ქალაქ ჩანაკში, მაჰარაშტრას შტატში, ახალგაზრდა ლეოპარდი Mercedes-Benz-ის საავტომობილო ქარხანაში შეიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Times of India ავრცელებს.

დაახლოებით დილის 5 საათზე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ტერიტორიაზე ცხოველი შეამჩნიეს. ქარხნის წარმომადგენელმა სატყეო დეპარტამენტში დარეკა და ლეოპარდის შესახებ შეატყობინა.

2 საათის შემდეგ დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე მივიდნენ და ლეოპარდის დაჭერას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. შემდეგ  ვოლიერში მოათავსეს, ტერიტორიიდან გაიყვანეს და გარეული ცხოველების დახმარების ცენტრში მიიყვანეს. ლეოპარდი იქ ვეტერინარმა შეამოწმა და ტყეში გაუშვა.

შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ლეოპარდი არ დაზიანებულა, რადგან მისი დაჭერის დროს ყველა წესი დაიცვეს. ქარხანაში კი სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სწავლობენ, რათა დაადგინონ თუ როგორ შეძლო ლეოპარდმა შიგნით შეღწევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები