Lexus-მა დაადასტურა, რომ რამდენიმე მოდელს შეელევა. სედანი IS-ის, კუპე RC-ის და კროსოვერ UX-ის მოდელების დიდი ნაწილი კონვეიერიდან უკვე მიმდინარე წლის ნოემბერში მოიხსნება. მოძველებული ავტომობილების გაყიდვები შეწყდება მაშინვე, როგორც კი შეკვეთების რაოდენობა წარმოების დონეს მიაღწევს. ამ ეტაპზე პოტენციური სიახლეების შესახებ მცირე ინფორმაციაა.
2025 წლის ნოემბერში წარმოებიდან მოიხსნება შემდეგი მოდელები: IS 500, IS 350, IS 300h (AWD), IS 300, RC 350, RC 300h და RC 300 — იუწყება Lexus. ამასთან, ზოგიერთი კომპლექტაცია შესაძლოა მითითებულ ვადამდე გახდეს მიუწვდომელი.
კუპე RC-ს ბრენდი Final Edition ვერსიით გამოემშვიდობება. ფინალური ვერსია, რომელიც იანვარში იყო წარმოდგენილი, 200 ეგზემპლარით გამოვიდა მხოლოდ იაპონიისთვის და უკვე სრულად დაჯავშნილია. სტანდარტული RC-გან და სპორტული RC F Final Edition-სგან მოდელი შავი აქცენტებით და ინტერიერით განსხვავდება. ფასი — 6.7 მილიონი იენია.
მოძველებული მოდელების წარმოებიდან ამოღება გასაკვირი არ არის: IS და RC ბაზარზე 10 წელზე მეტია, რაც გამოჩნდნენ. IS ბოლოს 2020 წელს განახლდა, RC — 2018-ში. ცნობების თანახმად, IS-ის ახალი თაობა 2026 წელს გამოვა, სადაც როგორც ელექტრო, ასევე ჰიბრიდული ვერსიები იქნება წარმოდგენილი. RC-ს კი დიდი ალბათობით პრემიუმ კლასის ბენზინ-ელექტრონული კუპე შეცვლის, რომელიც ამავდროულად LC-ის შემცვლელიც იქნება.