LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lexus ჰეჩბექის ნაცვლად კროსოვერის გამოშვებას გეგმავს

22

იაპონურმა კომპანიამ Lexus-მა ოფიციალურად დაადასტურა კომპაქტური ჰეჩბექის Lexus CT200 h გაყიდვის ფაქტი. ავტოექსპერტები საუბრობენ იმის შესახებაც, რომ ავტომწარმოებლების მიერ კონკრეტულ მოდელზე უარის თქმა და ე.წ. რებრენდინგი თავისთავად ლოგიკურია. თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის წარსდგება კომპანია სიახლით ბაზარზე, რადგან ამჟამად სპეციალისტები ჯერ კიდევ კროსოვერის კონსტრუქციაზე მუშაობენ.

ამ ეტაპზე ბაზარზე გაყიდულია სულ 10 000 ჰიბრიდული ჰეჩბექი Lexus CT200h. ეს საკმაოდ მცირე რაოდენობაა, რადგან ევროპაში, ყოველწლიურად დაახლოებით 750 ათასი ავტომობილის რეალიზება ხდება აღნიშნულ სეგმენტში.

კომპანიაში განმარტეს, რომ ახალი მოდელი, რომელიც შეცვლის ჰეჩბექს – Lexus CT200h, სავსებით შესაძლებელია ავტობაზარზე საპატიო ადგილის მფლობელიც გახდეს და სამომავლოდ სათანადო პოპულარობაც მოიპოვოს. ჯერ-ჯერობით ოფიციალური დეტალები Lexus-ის ახალი ავტომანქანის შესახებ ცნობილი არაა. შესაძლოა მას ჰქონდეს კონცეპტი – LF-SA, რომლის დემონსტრირებაც გაზაფხულზე ჟენევაში მოხდა.

ასევე არსებობს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ იაპონური ავტომწარმოებელი შეიძლება ისევ დაუბრუნდეს მომავალი თაობის ჰეჩბექების Lexus CT200h-ის წარმოებას.