LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lexus LC 500 – საუკეთესო სპორტული მოდელი

32

ამერიკული საავტომობილო გამოცემის, Motor Trend-ის სპეციალისტებმა ახალი სპორტული კუპეს Lexus LC 500-ის ტესტდრაივი ჩაატარეს და მკითხველებს თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

ჟურნალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ახალი Lexus LC 500 ბრენდის საუკეთესო მოდელია მას შემდეგ რაც სუპერქარი Lexus LFA გამოვიდა. ამერიკული გამოცემის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ Lexus LC 500-ის ექსტერიერი მრავალ სტილსა და გადაწყვეტას აერთიანებს, რომლებიც კომბინაციაში სპორტული ავტომობილისთვის იდეალურ გარეგნობას ქმნიან.

უნდა აღინიშნოს, გულდასმით შემუშავებული აეროდინამიკა და სპორტული საკიდარი, რაც ყველაზე რთულ მოსახვევებშიც კი თავდაჯერებულად შესვლას განაპირობებს.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ახალი Lexus LC 500 მოძრაობაში 5.0 ლიტრის მოცულობის ატმოსფერული V8 ძრავით მოდის, რომელსაც  10 საფეხურიან ავტომატურ ტრანსმისიასთან ტანდემში 467 ცხენის ძალის გენერირება შეუძლია.

საინტერესოა, რომ ავტომობილის ძრავს არ აქვს აგრესიული ხმა, რადგან Lexus LC 500 ”არისტოკრატულ” ავტომობილად მიიჩნევა და ლუქსის სეგმენტს განეკუთვნება.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ მთელი ტესტ-დრაივის განმავლობაში ავტომობილი შესანიშნავად იქცეოდა, კომფორტის დონე სალონში კი უახლესი ხმის იზოლაციის სისტემის წყალობით უმაღლეს დონეზე დარჩა. ასეთი ავტომობილი იდეალურად ერგება როგორც ტრეკს, ისე ხანგრძლივ მოგზაურობებს.

https://www.youtube.com/watch?v=VHw-uuKzdBs

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები