LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lexus-მა ბამბუკის ლონგბორდი გამოუშვა

697

კომპანია Lexus-მა ბამბუკის ლონგბორდი გამოუშვა. ის გერმანიაში, მარკის დილერებთან იყიდება და 199 ევრო ღირს.

დაფა ბამბუკის შვიდი ფენისგან არის დამზადებული და კარბონის ელემენტებსაც შეიცავს. ზედაპირზე კი მუქი ხის ჩანართი აქვს, სადაც კომპანიის ლოგოტიპია დატანებული.

იაპონური ავტომწარმოებელი გერმანიის სკეიტბორდის ჩემპიონატის ტიტულოვანი სპონსორია და ლონგბორდის გამოშვებით იმედი აქვს ახალგაზრდა მყიდველების ყურადღებას მიიქცევს.

გასულ წელს Lexus-მა ჰოვერბორდის პროტოტიპი წარმოადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები