კომპანია Lexus-მა კროსოვერი Lexus UX 300e-ს წარმოება და გაყიდვა შეწყვიტა. გამოცემა Auto Express ამის შესახებ ბრენდის ბრიტანული ფილიალისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. ამასთან, ელემენტიანი კროსოვერის შესახებ ინფორმაცია წაშლილია Lexus-ის მთავარ ონლაინ რესურსებზეც, მათ შორის ევროპისა და იაპონიის პორტალებიდან.
2019 წელს UX 300e გახდა პრემიუმ ბრენდის პირველი სერიული ელექტრომობილი.
წარმოების შეწყვეტამდე მოდელმა ბოლო განახლება 2022 წელს მიიღო. კროსოვერს გაუმჯობესებული დიზაინი და უფრო დიდი ტევადობის ბატარეა დაუმონტაჟეს, რის შედეგადაც Lexus UX 300e-ის სვლის მარაგი 450 კილომეტრამდე გაიზარდა. მიუხედავად ამისა, მოდელის გაყიდვები საკმაოდ დაბალი დარჩა, რაც გამოცემის ვერსიით, ელექტრომობილის წარმოებაზე უარის თქმის მიზეზი გახდა.
ამასთან, Lexus UX მთლიანად არ გამქრალა Lexus-ის მოდელების სიიდან: ძირითად ბაზრებზე კვლავ იყიდება მისი ჰიბრიდული ვერსია. ამ დროისთვის Lexus-ის მოდელების რიგში ერთადერთი სერიული ელექტრომობილი უფრო დიდი, თანამედროვე და უფრო შორი სვლის მქონე კროსოვერი Lexus RZ-ია.