LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lexus რამდენიმე მოდელის წარმოებას წყვეტს

166
Lexus რამდენიმე მოდელის წარმოებას წყვეტს

Lexus-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომავალი წლიდან რამდენიმე მოდელს გააუქმებს.

მოდელების ძირითადი ნაწილი, მათ შორის სედანი IS, კუპე RC და კომპაქტური კროსოვერი UX, წარმოებიდან 2025 წლის ნოემბერში მოიხსნება. ამის შესახებ ცნობები უკვე გამოჩნდა Toyota-ს იაპონურ საიტზე.

როგორც კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, პროდუქციის გაყიდვა შეწყდება იმ მომენტიდან, როდესაც შეკვეთების რაოდენობა წარმოების მაჩვენებელს გაუტოლდება. ამ ეტაპზე კომპანია მოდელების შემცვლელების შესახებ ინფორმაციას არ აზუსტებს.

ნოემბერში Lexus-ის ხაზიდან გაქრება შემდეგი მოდელები:

IS 500, IS 350, IS 300h (AWD), IS 300, RC 350, RC 300h და RC 300.

ასევე დამთავრდება ელექტრული UX 300e ვერსიის წარმოებაც, რომელიც ბაზარზე 6 წლის წინ გამოჩნდა. შემდეგ ეტაპზე, UX 300h-ის ჰიბრიდული ვერსია დატოვებს ბაზარს და ეს 2026 წლის მარტამდე მოხდება.

ჯერ უცნობია, თუ რით ჩაანაცვლებს Lexus ამ მოდელებს, თუმცა გავრცელებული ვარაუდით, UX-ის სეგმენტი ბრენდის გრძელვადიან გეგმებში კვლავ რჩება.

მოსალოდნელია, რომ IS-ის ახალი თაობა 2026 წელს გამოვა და მოიცავს როგორც ელექტრო, ისე ჰიბრიდულ ავტომობილებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები