LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიეტუვა ბელარუსის ნომრების მქონე ავტომობილებს აღარ მიიღებს

124
ლიეტუვა ბელარუსის ნომრების მქონე ავტომობილებს აღარ მიიღებს

ლიეტუვის ხელისუფლებამ ბელარუსის ნომრების მქონე ავტომობილებს შემოსვლა აუკრძალა. სასაზღვრო დეპარტამენტის ინფორმაციით, 2024 წლის 18 ივლისიდან ბელარუსის რეგისტრაციის მქონე ავტომობილები საზღვრის კვეთას ვეღარ შეძლებენ. ამასთან, აკრძალვა გავრცელდება ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე, მიუხედავად მეპატრონის თუ მგზავრების მოქალაქეობისა.

ხოლო, იმ ავტომობილებმა რომლებსაც ბელარუსის სანომრე ნიშანი აქვთ და ლიეტუვის ტერიტორიაზე იმყოფებიან, ქვეყანა 2025 წლის 18 იანვრამდე უნდა დატოვონ. ამის შემდეგ მათი ქვეყანაში ყოფნა უკანონოდ ჩაითვლება და ხელისუფლებას ავტომობილის კონფისკაციის უფლება ექნება.

ბელარუსის მოქალაქეებმა, ვისაც ლიეტუვაში ყოფნის კანონიერი უფლება აქვს, ქვეყანა ამ წლის 16 აგვისტომდე უნდა დატოვონ. ამასთან, ისიც უნდა დაამტკიცონ რომ ავტომობილის ლიეტუვის ტერიტორიაზე გაყიდვას არ აპირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები