LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიმფური შეშუპება

104
ლიმფური შეშუპება

ლიმფედემა, იგივე ლიმფური შეშუპება, არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს აღენიშნება შეშუპებები სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ქსოვილის შეშუპება გამოწვეულია ცილებით მდიდარი სითხის დაგროვებით. ამ დროს ყველაზე ხშირად ზიანდება მკლავები ან ფეხები, მაგრამ ასევე შეიძლება შეშუპება განვითარდეს გულმკერდის კედელში, მუცლის ღრუში, კისერსა და სასქესო ორგანოებში.

ლიმფური სისტემა აგროვებს ჭარბ სითხეს, ცილებსა და ტოქსინებს უჯრედებიდან და ქსოვილებიდან და აბრუნებს მათ სისხლში. როდესაც ადამიანის ლიმფური სისტემა კარგად არ მუშაობს, სხეულში სითხე გროვდება და შეიძლება დაიწყოს შეშუპება.

ლიმფედემის სიმპტომები ზოგჯერ მსუბუქია, რაც იწვევს მცირე შეშუპებასა და დისკომფორტს. თუმცა, ზოგჯერ ლიმფედემის გამო იწყება მნიშვნელოვანი შეშუპება, რომელიც საკმაოდ მტკივნეულია და ვითარდება კანის პრობლემები, როგორიცაა ინფექციები და ჭრილობები. ლიმფედემა ხშირად გავლენას ახდენს ადამიანის უნარზე, შეასრულოს ყოველდღიური აქტივობები. ლიმფედემის მქონე ბევრი ადამიანი თავს უხერხულად გრძნობს იმის გამო, თუ როგორ ცვლის ის მათ გარეგნობას.

ლიმფედემის გართულებებში შედის: ცელულიტი, სეფსისი, გაჟონვა, კანის ცვლილებები, რბილი ქსოვილების კიბოს. ლიმფედემის განკურნება არ არსებობს, რაც ნიშნავს, რომ მისი მოშორება შეუძლებელია. მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ფიზიკურ თერაპიას ან სხვა მეთოდს ლიმფური სითხის მოძრაობის შესანარჩუნებლად და შეშუპებისა და ტკივილის შესამცირებლად. ლიმფედემის მკურნალობა ჩვეულებრივ მოიცავს ფიზიკური თერაპიისა და სახვევების კომბინაციას, რომელიც ამოძრავებს სითხეს ლიმფედემით დაზიანებული ადგილებიდან. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები