სკანდალური ლინდსი ლოჰანი ახალ ფუნქციას შეითავსებს: 30 წლის ვარსკვლავი რეალითი-შოუს წამყვანად მოგვევლინება. ქსელში უკვე გამოქვეყნდა მისი პირველი თიზერი. შოუს „ანტისოციალური ქსელი“ ერქმევა.
წესების თანახმად, მონაწილეებს 24 საათის განმავლობაში 3 სირთულის გადალახვა მოუწევთ, რაც შეეხება ლინდსის, ის მონაწილეების სოციალურ ქსელებს გააკონტროლებს. ცნობილი ხდება ისიც, რომ სცენების დიდი ნაწილი ფარული კამერით იქნება გადაღებული,. რაც შოუში მეტ ინტრიგას შეიტანს. ვიდეო