LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიოვმა მიულერი შეაქო

34

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში შოტლანდიამ გერმანიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და შეხვედრა 3:2 დათმო.  აღნიშნულ მატჩში ბუნდეს ნაკრების  ერთ-ერთმა ლიდერმა ტომაშ მიულერმა ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოაჰიმ ლიოვმა ტომაშ მიულერი   შესანიშნავი თამაშისთვის შეაქო.

“მიულერს მეექვსე გრძნობა აქვს. ის გამარჯვებაზე და გატანილ გოლებზე ფიქრობს. ამის სწავლა შეუძლებელია. მიხარია, შოტლანდიას რომ მოვუგეთ. ეს რთული იყო, მაგრამ უპირატესობა გქვონდა. მასპინძლები ბოლომდე იბრძოდნენ გამარჯვებისთვის, რადგანაც, სამწუხაროდ, ეს მათი ბოლო შანსი იყო” , – ციტირებს ლიოვის სიტყვებს Goal.com-ი.

8 ტურის შემდეგ გერმანია ჯგუფში 19 ქულით გალიდერდა. პოლონელები 17 ქულით მეორე პოზიციას იკავებენ, მესამეზე კი 15 ქულით ირლანდიაა.