LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლისაბონი, გენტი და ლაჰტი  – ევროპის „მწვანე დედაქალაქის“ წოდების მისაღებად იბრძვიან

34

ლისაბონი, გენტი და ლაჰტი  – ევროპის „მწვანე დედაქალაქის“ წოდების მისაღებად იბრძვიან. საპატიო ტიტულის მისაღებად წელს სულ 13 კანდიდატი დასახელდა და მათ შორის ფინალისტები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეარჩია.

შეგახსენებთ, რომ „მწვანე დედაქალაქის“ სტატუსს ამჟამად ჰოლანდიური ნეიმეგენი ატარებს. „მწვანე დედაქალაქს“ ევროპაში ყოველ წელს ირჩევენ და კონკურსში მონაწილეობის უფლება იმ დასახლებებს აქვთ, რომელთა მოსახლეობაც 100 ათას ადამიანზე მეტია და რომლებმაც გარემოს დაცვაში თავისი წვლილი შეიტანეს. უფრო ზუსტად კი ჟიური რამდენიმე კრიტერიუმზე დაყრდნობით ხელმძღვანელობს. მათ შორისაა – კლიმატზე ზემოქმედება, ადგილობრივი ტრანსპორტი, მწვანე ზონები, ბიოლოგიური მრავალფეროვნება, ჰაერის ხარისხი და ა.შ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები