LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონი „მეგობრების“ გამოფენას უმასპინძლებს

138
Screenshot 2024-06-13 110726

ლონდონში ExCel-ის ცენტრში პოპულარული სერიალის „მეგობრების“ მოტივებით შექმნილი გამოფენა გაიხსნება. გამოფენა შოუს 30 წლის იუბილეს ეძღვნება – პირველი სერია ეკრანებზე 1994 წლის 22 სექტემბერს გამოვიდა, წერს Variety.

გამოფენაზე გააცოცხლებენ სერიალის დეკორაციებს: იქ იქნება მაგალითად მონიკას და რეიჩელის ბინა და ასევე კაფე სადაც მთავარი გმირები ერთმანეთს ხვდებოდნენ ხოლმე.

დამთვალიერებლები ასევე შეძლებენ, რომ სერიალში გამოყენებული ნივთები საკუთარი თვალით ნახონ, შეიძინონ სუვენირები და დააგემოვნონ თემატური კერძები თუ სასმელები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები