ლონდონის მთავრობას საგზაო მოძრაობის პრობლემების მოგვარების ახალი მეთოდი აქვს. საუბარია ტროტუარზე პარკირებულ ავტომობილებზე, რომლებიც, მთავრობის ინფორმაციით, აფერხებს როგორც საზოგადოებრვ ტრანსპორტს, აგრეთვე ქვეითად მოსიარულეებსაც.
ახალი რეგულაციების მიხედვით, თითოეული მძღოლი, რომელიც ავტომობილს ტროტუარზე დააპარკინგებს, 70 ფუნტი სტერლინგით დაჯარიმდება. რეგულაციების ინიციატორი ბრიტანეთში მოღვაწე საგზაო უსაფრთხოების ერთ-ერთი ორგანიზაცია გახლავთ.
ამ პრობლემას მძღოლები სხვადასხვაგვარად მიუდგნენ, ზოგი ამბობს, რომ ქალაქში არასაკმარისი პარკინგის ადგილებია, ზოგიც კი მიიჩნევს, რომ ქუჩების სივიწროვე ავტომობილის თავისუფლად პარკირებას ხელს უშლის და სწორედ ამიტომ უწევთ ტროტუარზე გაჩერება.
მთავრობა ამ საკითხს, საკმაოდ ლოიალურად მიუდგა და დამრღვევს მხოლოდ საჯარიმო თანხა დააკისრა.