LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში ახალი საგზაო ნიშანი გამოჩნდა

58

ლონდონში ახალი საგზაო ნიშანი – „ფრთხილად, ებრაელი“ – გამოჩნდა. უცნაური ნიშანი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, სტამფორდ-ჰილის რაიონში, სინაგოგის სიახლოვეს დადგეს. წითელ სამკუთხედში ებრაელი მამაკაცია გამოსახული და გამვლელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რაიონი ძირითადად ორთოდოქსი იუდეველებითაა დასახლებული და საგზაო ნიშანმა მათი სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. ადგილობრივებმა პოლიციაც კი გამოიძახეს, რადგან მათი აზრით, ნიშანი ფარულ მუქარას შეიცავდა. პოლიციამ ნიშანი მაშინვე მოხსნა.

რაც შეეხება სტამფორდ-ჰილის ებრაელთა საზოგადოებას, ის ევროპაში ყველაზე დიდია და 30 ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები