LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეციასა და ლონდონს ერთმანეთთან „გეტსბის“ სტილში შექმნილი მდიდრული მატარებელი დააკავშირებს

547
train-london-ven

ჩვეულებრივი მატარებლით მოგზაურობა ახლოსაც ვერ მივა იმ თავგადასავალთან, რისი შემოთავაზებაც Belmond’s ექსპრესს შეუძლია. 20–იანი წლების დიზაინით შექმნილი ტრანსპორტი ძალიან მდიდრულად გამოიყურება და მომხმარებლებს ვენეციიდან ლონდონის მიმართულებით დაუვიწყარ მოგზაურობას პირდება.

2020 წლის მარტიდან კომპანია 2 დღიან პაკეტს შემოიღებს, რაც ევროპაში წასვლა–წამოსვლას მოიცავს. მოგზაურობა „გეტსბის“ წვეულების მსგავსი იქნება და ყველაფერი ვენეციაში დაიწყება. სტუმრებს ბორტზე ასვლისთანავე შამპანურით შეეგებებიან, რასაც გზაში ვისკი ჩაანაცვლებს და ჯაზი კი ოქროს ხანაში მოგზაურობის იმიტაციას შექმნის.

მატარებელი სტუმრებს იტალიურ სოფლებში ამოგზაურებს, შემდეგ ავსტრიას, შვეიცარიას, საფრანგეთს და ალპებს მოატარებს.

ბორტზე მყოფი მომსახურე პერსონალი გეტსბის ეპოქის შესაბამისად იქნება ჩაცმული და შესაფერისი დრეს–კოდის დაცვას მგზავრებსაც შესთავაზებენ. 20–იანი წლების წვეულება უამრავი სიურპრიზით იქნება სავსე და სტუმრებს წარმოდგენები ბორტზე და ბორტს მიღმაც ელოდებათ.

ყველაზე საოცარი წვეულების ღირებულება 4 845 დოლარიდან დაიწყება და ამ ფასში მგზავრობა, გართობა და ერთი ღამის გათენება შედის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები