LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეი დი ვენსი: „უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს“

394
ჯეი დი ვენსი

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორია, თუმცა მათ შორის არანაირი ფორმალური ალიანსი არ არსებობს.

ჯეი დი ვენსის თქმით, უკრაინა ნატო-ს წევრი არ უნდა გახდეს.

„ეს სრულიად უპასუხისმგებლო ქმედებაა. უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს. ომის მიმდინარეობისას მისი მიწვევა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას. გსურთ, რომ უკრაინაში ამერიკული სახმელეთო ჯარები იყვნენ? თუ არა, მაშინ წინ უნდა აღვუდგეთ იდეას, რომ უკრაინა ნატო-ს უნდა შეუერთდეს”, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ამასთან, ჯეი დი ვენსმა თქვა, რომ უკრაინამ რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები უნდა შეწყვიტოს. მისი განცხადებით, კიევსა და ვაშინგტონს „გარკვეული გაგებით, დროდადრო განსხვავებული ინტერესები აქვთ“.

„მაგალითად, მიმაჩნია თუ არა, რომ მათ რუსული დიზელის ობიექტები უნდა დაბომბონ, რაც ამერიკელებისთვის ენერგომატარებლების ფასს ზრდის? – არა“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, აშშ უკრაინასთან გარკვეულ საკითხებზე მუშაობს და მომავალშიც იმუშავებს. „თუმცა, ვფიქრობ, მათ რუსების დაბომბვა უნდა შეწყვიტონ“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები