LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა 8-9 მაისს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა

122
2026-05-04_22-21-28_660684

რუსეთმა 8-9 მაისს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა , – ამის შესახებ განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად მიიღეს.

„ვიმედოვნებთ, რომ უკრაინული მხარეც იმავეს გააკეთებს“, – აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება.

ასევე, უწყების განცხადებით, თუ უკრაინა „გამარჯვების დღის აღნიშვნის ჩაშლის მიზნით“ მოსკოვზე იერიშს მიიტანს, მაშინ რუსეთი კიევის ცენტრს დაარტყამს.

„თუ კიევის რეჟიმი დიდ სამამულო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავის აღნიშვნის ჩაშლის მიზნით თავისი დანაშაულებრივი გეგმების განხორციელებას შეეცდება, მაშინ რუსეთის შეიარაღებული ძალები კიევის ცენტრზე მასშტაბურ საპასუხო სარაკეტო დარტყმას განახორციელებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g