LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბლუმბერგი“ – გასულ თვეში ბელგია გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტის მიმართულებით მთლიანად რუსეთზე დამოკიდებული გახდა

110
images (3)

„ბლუმბერგის“ მონაცემებით, გასულ თვეს ბელგიაში იმპორტირებული გათხევადებული ბუნებრივი აირი მთლიანად რუსული წარმოშობის იყო.

გამოცემის განმარტებით, აღნიშნული ვითარება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა განაპირობა, რამაც ევროპისთვის გაზის მიწოდების მკვეთრი შემცირება გამოიწვია.

„ბლუმბერგის“ მონაცემებით, გასული წლის ივლისთან შედარებით, ბელგიაში თხევადი გაზის საერთო იმპორტი 40%-ზე მეტით შემცირდა. ცნობისთვის, გასულ წელს ბელგია ევროპაში ამ საწვავის მოხმარებით მეხუთე პოზიციას იკავებდა.

ამავე დროს, ქვეყანამ რუსეთისგან დაახლოებით 0.4 მილიონი ტონა საწვავი შეიძინა. ბელგია გაზს მილსადენებითაც იღებს, ნორვეგიიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსული გათხევადებული გაზის შესყიდვების მოცულობა უნდა შეემცირებინათ, რადგან აპრილიდან მოკლევადიანი კონტრაქტების დადება აკრძალულია, ხოლო სრული აკრძალვა შემდეგ წელს ამოქმედდება. ამის მიუხედავად, მიწოდების მოცულობამ პირიქით, მკვეთრად მოიმატა, რადგან მყიდველები ახლო აღმოსავლეთის მიწოდების ალტერნატივას ეძებდნენ.

ბოლოს რუსეთი ბელგიისთვის გათხევადებული გაზის ერთადერთი მომმარაგებელი 2021 წლის დასაწყისში იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები