LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში ძველი ავტომობილებისთვის გადასახადი დააწესეს

34

ლონდონის ცენტრში შესვლისთვის ავტომობილის მფლობელებს დღეში ათი ფუნტი სტერლინგის გადახდა მოუწევთ.

ახალი წესები ძალაში 23 ოქტომბრიდან შევიდა. ამიერიდან, ძველი, არაეკონომიური ავტომობილების მფლობელები დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში უფასოდ ვეღარ შევლენ.

დამატებითი ფინანსური ვალდებულება დაახლოებით 6 500 ბენზინისა და დიზელის ძრავიან ავტომობილს დაეკისრა, რომლებსაც გამონაბოლქვის მაღალი დონე აღენიშნებათ. აღნიშნულ პირობას ძირითადად ის ავტომობილები ექვემდებარებიან, რომლებიც 2006 წლამდე არიან დარეგისტრირებულნი. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ახალი გადასახადი ქალაქის სატრანპორტო სისტემაზე პასუხისმგებელ ბიუჯეტს „ლონდონის ტრანსპორტი“ ყოველწლიურად 65 000 ფუნტით შეავსებს.

ძველი ავტომობილების მფლობელები ამიერიდან დილის 07:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ლონდონის ცენტრში შესვლისას მთლიანობაში 21,5 ფუნტ სტერლინგს გადაიხდიან. შეგახსენებთ, ლონდონის ცენტრში ისედაც ყველასთვის ფასიანია შესვლა, ხოლო ძველი ავტომობილების მფლობელებს კი კიდევ უფრო უძვირდებათ.

ახალი გადასახადის დაწესების შესახებ ცნობილია უკვე დიდი ხანია, ამიტომ მრავალმა ლონდონელმა მძღოლმა უარი თქვა ძველ ავტომობილზე და არჩევანი თანამედროვე მოდელებზე შეაჩერეს, რომლებიც დამატებით ხარჯებს არ მოითხოვენ. გასულ წელს ქალაქში ყოველდღიურად 10 000 ასეთი ავტომობილი შედიოდა, დღეს კი მათი რაოდენობა 6 500 ავტომობილამდე შემცირდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ლონდონის მერი, სადიკ ჰანი 2020 წლისთვის ქალაქში მაქსიმალურად დაბალი დაბინძურების ზონის შექმნას გეგმავს. მომავალი წესების თანახმად, ცენტრში შესვლა ყველა იმ დიზელზე მომუშავე ავტოტრანსპორტისთვის, რომელთაც რეგისტრაცია 2015 წლამდე აქვთ გავლილი, ხოლო ბენზინის ძრავიანი ატომობილები, რომელთა რეგისტრაციაც 2006 წლამდეა გაკეთებული  12,3 ფუნტი სტერლინგი ეღირება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები