LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში ტურისტი აკრძალული სათამაშოს გამო დააკავეს

48

“Evening Standard”-ის ინფორმაციით, ჰოლანდიელი მამაკაცი ბუკინგემის სასახლის წინ დააპატიმრეს, მიზეზი კი მისი ბრელოკი გახდა, რომელიც პოლიციას ძალიან საეჭვოდ მოეჩვენა. სამართალდამცავებს ჩვეულებრივი სუვენირი ცეცხლსასროლ იარაღში აერიათ, ტურისტის დაკავების შემდეგ კი აღმოაჩინეს რომ სპეცოპერაცია სრულიად უსაფუძვლო იყო და ბრელოკი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა. დაკავებული მამაკაცი მაშინვე გაათავისუფლეს და კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ტურისტებმა ბრიტანულ კანონებს პატივი უნდა სცენ და აკრძალული ნივთების სიას კარგად უნდა გაეცნონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები